ქელიმეი შეჰადეთი
„ისლამი ხუთ ძირითად საფუძველზეა აგებული: ვაღიარებ, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა, მუჰამმედი კი მისი მონა-მორჩილია, შუამავალია; ლოცვის აღსრულება - ზექათის გაცემა, ჰაჯობის შესრულება და მარხვის დაცვაა“.2
ისლამის რელიგია „მონოთეიზმის“ ანუ ერთადერთი ალლაჰის დაჯერების პრინციპზეა დაფუძნებული. ამ პრინციპის გამოხატვა და ისლამის პირველი დებულება კი „ქელიმეი შეჰადეთია“ ანუ E„ეშჰედუ ენ ლაა ილააჰე ილლალლააჰ ვე ეშჰედუ ენნე მუჰამმედენ ა’ბდუჰუუ ვე რესუულუჰ“ - ამ წინადადების წარმოთქმაა, რომლის მნიშვნელობაც ასეთია: „ვაღიარებ, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა, მუჰამმედი კი მისი მონა-მორჩილია, შუამავალია“.
ადამიანი, ამ წინადადების გულწრფელად წარმოთქმით, აღიარებს, რომ „არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა“. ქელიმეი შეჰადეთის წარმოთქმით შემდეგს ვაღიარებთ: ყველაფრის ბატონ-პატრონი ალლაჰია, არ არსებობს სხვა ძალა, გარდა ალლაჰისა, მხოლოდ მისი მონა-მსახურნი ვართ, სარჩოს მბოძებელი მხოლოდ ის არის, მხოლოდ მას უნდა შევევდროთ, მხოლოდ მისგან უნდა ვითხოვოთ დახმარება, მხოლოდ მას უნდა მივენდოთ, მხოლოდ მასზე უნდა ვილოცოთ და მხოლოდ მას უნდა მივეკედლოთ. ქელიმეი შეჰადეთის წარმოთქმით, ასევე ვაღიარებთ, რომ დალოცვილი მუჰამმედი (ს.ა.ს.) ალლაჰის მონა-მსახური და შუამავალია. უპირველესად, მუჰამმედ შუამავალი (ს.ა.ს.) ალლაჰის მონა-მსახურია, ადამიანია, მოკვდავია. როდესაც ღისა შუამავალი (ა.ი.მ.კ.) გარდაიცვალა, ის მისმა ხალხმა გააღმერთა, რაც შეეხება მუჰამმედ შუამავალს (ს.ა.ს.), მის შემთხვევაში ასე არ არის. მუჰამმედ შუამავალს (ს.ა.ს.) თავისი ხალხი ანუ მუსლიმები, როგორც ალლაჰის მონა-მსახურს და შუამავალს (ს.ა.ს.), ისე აღიქვამენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მუჰამმედი (ს.ა..ს.) რიგითი ადამიანი არ არის, ის ამავდროულად ალლაჰის შუამავალია (ს.ა.ს.). ალლაჰმა მას ვაჰი გარმოუვლინა და იქვე ვალდებულება დააკისრა, რომ ის ხალხისთვის აეხსნა და თავადაც ყურანის შესაბამისად ეცხოვრა. ის გამუდმებით ალლაჰის კონტროლისა და მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა.
2 ბუხარი, რწმენა, 2