ღვთისმსახურებისარსის გაცნობიერება

„იჰსანი (სიკეთე) ალლაჰზე მსახურებაა ისე, რომ თითქოს მას ხედავდე. შენ შესაძლოა მას ვერ ხედავდე, თუმცა ის გხედავს შენ“.1

ალლაჰმა, ადამიანი ყველაზე კარგი ფორმით გააჩინა. სამყაროში რაც არსებობს, ყველაფერი მას მიჰმადლა. ის, გონების გამოყენების, გამოსავლის პოვნის, ფიქრის, საუბრის, წერა-კითხვისა და ნების გამოხატვის მსგავსი შესაძლებლობებით დააჯილდოვა. მისგან კი მხოლოდ მისდამი თაყვანისცემა მოითხოვა.

ალლაჰმა ადამიანი მხოლოდ მისდამი თაყვანისცემისთვის გააჩინა. ამიტომ ყველა ადამიანი ვალდებულია ალლაჰს დაემორჩილოს, დაკისრებული ვალდებულებები პირნათად შეასრულოს და მოზიარე არ დაუდგინოს. მორწმუნემ კარგად უნდა იცოდეს, რომ ალლაჰმა უწყის ყველა მისი ნამოქმედარი და აღსასრულის დღეს, აუცილებლად განიკითხება. ალლაჰის მონა-მორჩილება, ერთი მხრივ, რწმენასა და კარგ ზნეობას მოითხოვს, მეორე მხრივ კი - გულწრფელ ღვთისმსახურებას. ალლაჰის მონა-მორჩილმა, ღვთისმსახურება, საკუთარ თავს, სავალდებულოდ უნდა დაუდგინოს. სინამდვილეში, ადამიანის ამქვეყნად გაჩენის მიზეზი, ალლაჰის შეცნობა და მისი მსახურებაა. აქედან გამომდინარე, ადამიანმა არ უნდა დაივიწყოს მისი გამჩენი, რომელმაც მას უამრავი სარჩო მიჰმადლა. ამიტომ, მან ღვითსმსახურება უნდა აღასრულოს, რათა ყოველთვის ახსოვდეს თუ რისთვის იქნა ამქვეყნად მოვლენილი. ღვთისმსახურება - ალლაჰის მიმართ მადლიერების გამოხატვასა და მის მორჩილებას ნიშნავს. იმ პიროვნებისთვის, რომელმაც რწმენის პირობები აღიარა, რწმენის დაცვისა და გაძლიერებისთვის, ღვთისმსახურების შესრულება აუცილებელია.

ისლამი, მუსლიმი მორწმუნისგან, ძირითადად ამ ღვთისმსახურებების შესრულებას მოითხოვს. Eესენია: ქელიმეი შეჰადეთის წარმოთქმა (არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა, მუჰამმედი (ს.ა.ს.) კი მისი მონა-მსახური და შუამავალია), ლოცვის აღსრულება, ზექათის გაცემა, მარხვის შენახვა და ჰაჯობაზე გამგზავრება.

მორწმუნეს, სავალდებულო ღვთისმსახურებების გარდა, გაკეთებული ყოველი სიკეთისთვის, მადლი ეწერება. მაშასადამე, სიკეთისკენ მოწოდება, უკეთურების აკრძალვა, მართალთა მხარეს ყოფნა, ოჯახის მოვლა-პატრონობა, ადამიანებზე მომღიმარი სახით დახვედრა და მოწყალების გაცემის მსგავსი ქმედებებიც, ერთგვარი ღვთისმსახურებებია.

ღვთისმსახურებაა: პიროვნების მიერ მეუღლეზე, მშობლებსა და შვილებზე კარგად მოპყრობა, ნათესაურ და მეზობლურ ურთიერთობებზე გაფრთხილება, ნაღვლიან ადამიანზე ცრემლების მოწმენდა, ობლის თავზე ხელის გადასმა-მოფერება, მოსწავლეზე სოციალური დახმარების აღმოჩენა, მოხუცების პატივისცემა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებზე დახმარება და სხვა.

ღვთისმსახურებაა: ადამიანზე ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, სავაჭრო მორიგების დროს გულწრფელობა, ახალგაზრდებზე, ცუდი ჩვევების გადაჩვევის მიზნით, დახმარება, ბუნების დაცვა, ცხოველების უფლებების დაცვა და სხვა.

პიროვნება, რომელიც ყველაფერს აკეთებს ცუდად არ მოიქცეს, ყველანაირად ცდილობს, სიკეთე აკეთოს, საკუთარი ვნებები გააკონტროლოს, ძალისხმევას არ იშურებს, რათა მის ირგვლივ მყოფთ სიტუაცია კი არ გაურთულოს, არამედ გაუმარტივოს, ეს იმას ნიშნავს, რომ მან ღვთისმსახურების არსი კარგად გააცნობიერა.

ღვთისმოსავი - სულიერად ძლიერი, ყოველმხრივ მოწესრიგებული, დისციპლინის დამცავი, მომთმენი და კარგი განზრახვების მქონე პიროვნებაა. ვინაიდან, ღვთისმსახურება ადამიანს ზუსტად ამათ ასწავლის. ადამიანი ლოცვით, ზოგჯერ დროის ფასს, მარხვით - სარჩოს ფასს, ჰაჯობის შესრულებით - თანასწორობასა და ძმობას, ზექათის გაცემით კი ხელგაშლილობას სწავლობს. მორწმუნეს კარგად უნდა ახსოვდეს, რომ თითოეული ღვთისმსახურების ძირითადი მიზანი, ალლაჰის კმაყოფილების მოპოვებაა.

ღვთისმსახურება ადამიანს ბოროტებისგან, ქედმაღლობისგან, ეჭვისგან, შუღლისგან, უმისამართო ამბიციებისგან, ქონების უმიზეზოდ გაფლანგვისა და სიძუნწისგან იხსნის. ღვთისმსახურება ადამიანს აღზრდის, სულგრძელსა და დიდსულოვანს გახდის, მას დაეხმარება, რათა, როგორც საკუთარ თავს, ასევე, საზოგადოებასაც სარგებელი მოუტანოს.


1 ბუხარი, თეფსირი, ლუყმანი, 31

14