ანგელოზების რწმენა

„და ვინც უარყოფს ალლაჰსა და მის ანგელოზებს, მის წიგნებს, მის შუამავლებს, და განკითხვის დღეს. დიახაც, რომ დიდი გადაცდომით გადავიდა იგი გზას“.6

ძლიერი და უხილავი არსებებისადმი, რწმენასთან დაკავშირებით, კაცობრიობის ისტორიაში უამრავი მაგალითი არსებობს. უმეტეს შემთხვევაში, კარგებისა და ცუდების გამიჯვნა, ამ არსებების ირგვლივ გადმოცემულ ამბებშია მოთხრობილი. თუმცა ეს გადმოცემები რამდენად შეესაბამება სიმართლეს, ხილულ თუ უხილავ არსებებთან დაკავშირებით, სწორი და ჭეშმარიტი ინფორმაციის მოწოდება, მხოლოდ ალლაჰის მიერ გარდმოვლენილö ბოლო ღვთიურ წიგნს შეუძლია. ვინაიდან ისლამში, რწმენის პირობათაგან ერთ-ერთი, სინათლისგან გაჩენილი ანგელოზების რწმენაა.

ისლამის მიხედვით, ანგელოზები კეთილშობილი არსებები არიან, რომლებიც ალლაჰს უპირობოდ ემორჩილებიან და მის სხვადასხვა დავალებებს უნაკლოდ ასრულებენ. ანგელოზებს სქესი და სიცოცხლისთვის აუცილებელი ჭამა-სმის მსგავსი მოთხოვნილებები არ გააჩნიათ. ყურანში საუბარია იმაზე, რომ მათ ფრთები აქვთ, თუმცა მათი ქალზე ან ჩიტზე მიმსგავსება არასწორია. უფრო მეტიც, ვინც ანგელოზებზე ამბობდა, რომ ისინი მდედრები არიანო, ყურანმა მათ ასე მოუწოდა: „და დაადგინეს ანგელოზები, რომელნიც მსახურნი არიან მოწყალისა, მდედრებად. განა მოწმენი იყვნენ გაჩენისა? ჩაწერილ იქნება მათი მოწმეობა და დაიკითხებიან“.7

ყველა ანგელოზს თავისი სხვადასხვა სახის ვალდებულება გააჩნია. ვალდებულებებთან ერთად, მათი პოზიციებიც განსხვავებულია და გარკვეულ ჯგუფებად არიან დაყოფილი. ამათგან არსებობს ოთხი მთავარანგელოზი; ჯიბრილი (ა.ი.მ.კ.) ღმერთსა და შუამავალს (ს.ა.ს.) შორის ელჩის მოვალეობას ასრულებს. პიქაილი (ა.ი.მ.კ.) დედამიწასა და მის გარეთ ფიზიკურ და ბუნებრივ მოვლენებს მართავს და აკონტროლებს. ასევე ის სარჩოსა და ბარაქის ანგელოზიც არის. აზრაილი (ა.ი.მ.კ.) - სიკვდილის ანგელოზია. ისრაფილი (ა.ი.მ.კ.) წარღვნისა და აღდგომის დროს სურაში ორჯერ ჩაბერავს. ამ ოთხი ანგელოზის გარდა, არსებობენ სხვა ანგელოზები, რომლებიც ადამიანებს იცავენ და მათთვის ვედრებას აღავლენენ, ადამიანების კარგ და ცუდ საქმეებს აღნუსხავენ, გარდაცვალების შედეგ საფლავში ადამიანებს დაკითხავენ. ასევე, არიან ანგელოზები, რომლებიც მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს, სამოთხესა და ჯოჯოხეთში ასრულებენ.

ანგელოზები, როგორც სხვა დანარჩენი სულიერი არსებები, ალლაჰმა გააჩინა. ისინი ალლაჰის უპირობო მორჩილი არიან და თავიანთ მოვალეობებს ზუსტად და უნაკლოდ ასრულებენ. ანგელოზები დაფარულს არაფერს უწყიან. მათ მხოლოდ ის იციან, რასაც ალლაჰი უბრძანებს. აქედან გამომდინარე, მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰის მორჩილი არიან და სხვას არასდროს დაემორჩილებიან.

ჭეშმარიტი მორწმუნის ერთ-ერთი მთავარი თვისება ის არის, რომ ირწმუნოს იმის, რაც მისთვის უხილავია. ამათგან ერთ-ერთი კი ანგელოზების რწმენაა.

ადამიანი, რომელსაც სწამს ანგელოზების, ალლაჰის ნებით, მათი მფარველობისა და სიკეთის ძალას, ყველგან და ყოველთვის იგრძნობს და ამგვარად თავს უფრო ბედნიერად ჩათვლის. ადამიანი, რომელსაც სწამს, რომ ალლაჰის ნებით, მას თან ანგელოზები დაჰყვებიან, რომლებიც იცავენ და მისთვის ვედრებას აღავლენენ, თავს. უფრო იმედიანად და დაცულად იგრძნობს.


6 სურა ნისა, 4/136

7 სურა ზუჰრუფი, 43/19

7