დალოცვილი მუჰამმედი (ს.ა.ს.) - ბოლო შუამავალი
„ჰეი, შუამავალო! უეჭველად, ჩვენ წარგგზავნეთ მოწმედ, მახარობლად და შემგონებლად! და მომწოდებლად ალლაჰისკენ, ნებითა თვისა და მანათობელ ლამპრად!“12
მუჰამმედ მუსტაფა (ს.ა.ს.) ალლაჰის მიერ გზავნილი და ისლამის გამავრცელებელი, ბოლო შუამავალია. ყველა ადამიანი, რომელიც ისლამს აღიარებს, ვალდებულია „ქელიმეი შეჰადეთი“ წარმოთქვას (მწამს, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა და მუჰამმედი მისი შუამავალია).
სამყაროს წყალობად მოვლენილმა მუჰამმედ შუამავალმა (ს.ა.ს.), იმ უმეცარ და დესპოტ საზოგადოებაში, რომელშიც ის ცხოვრობდა, სიბრალული და სამართალი დაამკვიდრა. თავისი ოცდასამწლიანი შუამავლური მისიის განმავლობაში, მან მოთმინებით, გამძლეობით, სიბრალულით, რწმენითა და ერთგულებით, ყველასთვის სამაგალითო, ისლამის საზოგადოება ჩამოაყალიბა.
შუამავალმა (ს.ა.ს.) ყველაზე კარგად იცოდა ყურანი და ამავდროულად ყოველი მისი ნაბიჯი ყურანთან შესაბამისობაში იყო. ის ყველა მუსლიმისთვის იყო, არის და იქნება საუკეთესო მაგალითი. ის შუამავლურ მისიამდეც მექაში „სანდო მუჰამმედის“ სახელით იყო ცნობილი, ის საუკეთესო ზნეობის მქონე, სამართლიანი, ერთგული, პატიოსანი და ღირსეული პიროვნება იყო.
საჰაბეებიდან ანუ მისი თანამედროვეებიდან ვსწავლობთ, რომ ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ს.) ხელგაშლილობა და კეთილშობილება უსაზღვრო იყო. ის თავისი სიცოცხლის განმავლობაში არავინ დაუმცირებია. მოკრძალებული ცხოვრებით ცხოვრობდა და ძალიან თავმდაბალი პიროვნება იყო. მხოლოდ მაშინ ბრაზდებოდა, როცა ვინმე ალლაჰის დაწესებულ საზღვრებს გადავიდოდა, ამის გარდა, ყოველთვის მზრუნველი, მომღიმარი, მიმტევებელი, შემბრალებელი და გამგებიანი ადამიანი იყო, რომლის ბადალიც არ მოიძებნება.
ალლაჰისკენ მიმავალი გზა, შუამავლის (ს.ა.ს.) მორჩილებაზე გადის. ყველა მუსლიმისთვის, ამქვეყნიური ბედნიერებისა და იმქვეყნიური გადარჩენის გასაღები, მუჰამმედ შუამავლის (ს.ა.ს.) სიყვარული და მისი სუნნეთის მიხედვით ცხოვრებაა.
12 სურა აჰზაბი, 33/45-46