ვედრება

„და თუ შეგეკითხებიან შენ (მუჰამმედ) ჩემი მსახურნი ჩემს შესახებ, უეჭველად, მე ახლოს ვარ, შევისმენ მლოცველის ვედრებას, როცა ის შემევედრება. მაშ, შეისმინონ ჩემი და მირწმუნონ მე, ეგებ სწორი გზით წავიდნენ!“12

ვედრება - მონა-მორჩილის მთელი გულით ალლაჰზე მიკედლება, ალლაჰის წინაშე საკუთარი უმწეობის აღაიარება, მისდამი უსაზღვრო პატივისცემისა და სიყვარულის გამოხატვა, მისგან დახმარებისა და პატიების თხოვნაა.

ვედრებას ძალიან მდიდარი მნიშვნელობა გააჩნია: ალლაჰისადმი მადლიერება, მისი ქება-დიდება, აღიარება იმისა, რომ „არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა!“ მიტევების თხოვნა, სიავისგან დაცვისთვის შევედრება, საარსებო სარჩოს მომადლებითვის ღმერთზე ხვეწნა-მუდარა და სხვა.

ვედრება - გარკვეულ წესებზე, დროებსა და ადგილებზე დამოკიდებული ღვთისმსახურება არ არის. მსახურს ნებისმიერ დროს შეუძლია ვედრება აღავლინოს. ღა თქმა უნდა ძვირფას ღამეებში, სავალდებულო ლოცვების შემდეგ, ჯუმის დროს და არაფა დღეების მსგავს მომენტებში ვედრების აღვლენა უფრო მადლმოსილია. ამასთანავე, არსებობს ადგილები, სადაც ვედრების აღვლენას განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია; მექას, ქააბას, არაფატის, მედინეს-მესჯიდი ნებევის და მსგავსი ადგილები.

ვედრება ალლაჰსა და მონა-მსახურს შორის კავშირის დამყარებაა. ადამიანს ცხოვრების განმავლობაში უამრავი პრობლემა აქვს, რომლის მოგვარებასაც ვერ ახერხებს. ღოგორიცაა: სიბრაზე, გადაუჭრელი რთული ვითარებები, შიში, უმწეობა, უძლურება, სიმარტოვე, გამოუვალი მდგომარეობა, ავადმყოფობა, სიღატაკე, უიმედობა და სხვა. აქედან გამომდინარე, რთული ვითარებისას, ადამიანი ალლაჰისადმი ვედრების აღვლენის საჭიროებას გრძნობს. რადგან აქვს იმის იმედი, რომ უზენაესი ალლაჰი მას დაეხმარება და გასაჭირისგან იხნის. ის ადამიანს ძალას მატებს და ფეხზე მყარად დგომაში ეხმარება. თუმცა, უზენაესი ალლაჰი ადამიანებს, მოუწოდებს, რომ ის მხოლოდ უბედურების დროს კი არ გაიხსენონ, არამედ მაშინაც, როცა ლაღი და ბედნიერი არიან. უფრო მეტიც, ყურანი ძრახავს იმ ადამიანთა კეტეგორიას, რომლებიც უბედურების დროს, ალლაჰს ახსენებენ და როცა ალლაჰის წყალობა მიეცემათ, მას იმწამსვე ივიწყებენ და უმადურებას გამოხატავენ.

ვედრება მუსლიმის ცხოვრებას უფრო განსაკუთრებულს და უფრო მადლმოსილს გახდის. მორწმუნის არცერთი დღე, რომელმაც იცის, რომ ყველგან და ყოველთვის ალლაჰი ხედავს და ესმის მისი, ვედრების გარეშე არ გაივლის. ვედრების აღვლენის შემდეგ, ის სულსწრაფობას არ გამოიჩენს და უიმედობის შეგრძნება არ დაეუფლება. ეგოიზმს განერიდება და ვედრებას, საკუთარი თავის გარდა, მორწმუნე ძმებისთვისაც აღავლენს. ყველანაირად ეცდება ვედრება ჩუმად და გულწრფელად აღავლინოს. უეჭველად, ალლაჰი მიუტევებს მას, ვინც მისგან გულრწფელ მიტევებას ითხოვს.


12 სურა ბაყარა, 2/186

23