ისლამი

„დღეს მე სრულვჰყავი თქვენი რჯული თქვენთვის, სრულად გიბოძეთ წყალობა ჩემი და ავირჩიე ისლამი თქვენს სარწმუნოებად. უეჭველად, ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია!“3

სიტყვა „ისლამი“ - მშვიდობას, კეთილდღეობასა და მორჩილებას ნიშნავს. ისლამი, პიროვნების ყოველგვარი იძულების გარეშე, საკუთარი ნება-სურვილით, მთელი გულით ალლაჰზე მიკედლება, მისი ბრძანებებისა და აკრძალვების უპირობოდ აღიარებაა. პიროვნებას, რომელიც ისლამის რელიგიას და მის პრინციპებს აღიარებს - „მუსლიმი“ ეწოდება.

ისლამი - ალლაჰის მიერ შუამავალ მუჰამმეძე (ს.ა.ს.) ზემოვლენილი ბოლო რელიგიაა. მას იდეალური რწმენის, ღვთისმსახურებისა და ზნეობის დებულებები გააჩნია, რომელიც აღსასრულის დღემდე მოქმედების ძალას არ დაკარგავს, რადგან უზენაესმა ალლაჰმა, (ადამიანებმა ისლამამდელი რელიგიები საკუთარი ხელით შეცვალეს) ადამიანებისთვის, ღვთიური კანონების შეხსენების მიზნით, ისლამი გარდმოგზავნა.

ისლამი სხვა რელიგიებისგან იმით განსხვავდება, რომ ის მთელი კაცობრიობისთვის იქნა გარდმოგზავნილი და წარღვნის დღემდე მოქმედების ძალას შეინარჩუნებს. ისლამის შუამავალი - დალოცვილი მუჰამმედია (ს.ა.ს.), ღვთიური წიგნი კი - წმინდა ყურანი. ყურანი ადამ შუამავლიდან (ა.ი.მ.კ.) დაწყებული, ადამიანებისთვის გარდმოგზავნილი ვაჰის ბოლო და უნაკლო ფორმაა. ამქვეყნად, ისლამის შემდეგ სხვა რელიგია, დალოცვილი მუჰამმედის (ს.ა.ს.) შემდეგ სხვა შუამავალი და წმინდა ყურანის შემდეგ სხვა ღვთიური წიგნი, აღარ მოევლინება. ისლამის რელიგიის ყველა დებულება, ალლაჰის მიერ გაჩენილ იდეალურ სამყაროსა და ადამიანზეა მორგებული. ისლამის მიზანია დაარეგულიროს როგორც ადამიანსა და ღმერთს შორის კავშირი, ისე ადამიანსა და ადამიანს შორის, ადამიანსა და სხვა სულიერ თუ უსულო არსებებს შორის კავშირი. ამგვარად, ინდივიდებსა და მთელ საზოგადოებაში მშვიდობა დაისადგურებს, დედამიწაზე სამართალი და შემწყნარებლობა დამკვიდრდება. აი, ეს დებულებები სამ ძირითად ქვესათაურში განიხილება: რწმენა, ღვთისმსახურება და ზნეობის პრინციპები.


3 სურა მაიდე, 5/3

4