ისლამი, სამართლიანირელიგიაა

„უეჭველად, ალლაჰი ბრძანებს სამართლიანობას, სიკეთის კეთებას და ნათესავებზე დახმარებას. და კრძალავს სიძვას, გასაკიცხ ქმედებებს და უსამართლობას. იგი შეგაგონებთ თქვენ, ეგების გულისხმაჰყოთ!“3

სამართალი – სიკეთის მქნელის სიკეთითვე დაჯილდოებას, ხოლო, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, მისი ჩადენილი დანაშაულისთვის განსაზღვრული სასჯელით დასჯას ნიშნავს. ადამიანებზე გაწეული ჯაფის სანაცვლოდ, გასამრჯელოს გადახდა, ადამიანებს შორის თანასწორობისა და ობიექტურობის დაცვაც სამართალია. სამართალი - არის ადამიანთა უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელი ზოგადსავალდებულო ქცევის წესების ერთობლიობა და საზოგადოებრივი ურთიერთობის მოწესრიგების სისტება, რომელსაც ნორმატიულობა და ფორმალური განსაზღვრულობა ახასიათებს. სამართლის მეშვეობით მყარდება ურთიერთობა და ერთობლიობა სუბიექცა და საზოგადოებას შორის. სამართლის მეშვეობით ხდება ადამიანის უფლებების დაცვა.

სამართლის საშუალებით, ადამიანის კერძო უფლება, ნამუსი და სიცოცხლე ხელშეუხებელი ხდება. საზოგადოების ერთიანობა და წესრიგიც სამართლის ნორმებზეა დამოკიდებული. უეჭველად, სამართალი ყველა ინდივიდის მიმართ თანასწორი უნდა იყოს, რათა ჯანსაღი და კარგი ზნეობის მქონე საზოგადოების ჩამოყალიბება მოხერხდეს.

„ელ-‘ადლ“ - ალლაჰის სახელთაგან ერთ-ერთია, რაც აბსოლუტური სამართლის პატრონსა და სამართლის წყაროს ნიშნავს. უზენაესი ალლაჰი სამართლიანია, ის ყოველ სულს მიაგებს იმას, რასაც მოიხვეჭენ და არავის დაჩაგრავს. ადამიანი, რომელიც იქმს სიკეთეს, ის დაჯილდოვდება და მისი იოტისოდენა სიკეთეც კი არ დაიკარგება. ხოლო, ვინც იქმს ცუდს, ის დაკლებისა და მომატების გარეშე, თითოეული ჩადენილი ცოდვისთვის დაისჯება. ერთი შეხედვით, შეიძლება ადამიანს უსამართლობის გრძნობა გაუჩნდეს, რადგან ალლაჰმა ზოგს მეტი ქონება უბოძა, ზოგს ნაკლები, ზოგს მეტი სიკეთე უბოძა, ზოგს ნაკლები, ზოგს მეტი დარდი მისცა, ზოგს ნაკლები, თუმცა თითოეულმა ადამიანმა კარგად უნდა იცოდეს, რომ ეს ქვეყანა დროებითი საბადებელი და ერთგვარი გამოცდაა. ამიტომ, ღმერთი რასაც უბოძებს ადამიანს, უეჭველად, იმით გამოსცდის და იმქვეყნად ყველაფრისთვის პასუხს მოსთხოვს. აქედან გამომდინარე, ვისაც ქონება ებოძა, მან სიძუნწე არ უნდა გამოიჩინოს, ხოლო, ვისაც თავს რაიმე უბედურება დაატყდება, მოთმინება უნდა გამოიჩინოს და ალლაჰს მიეკედლოს.

ალლაჰი, ნებისმიერი სოციალური ფენისა და სტატუსის მქონე ადამიანს, სამართლიანობისკენ მოუწოდებს. ხოლო უსამართლობასა და მჩაგვრელობას კრძალავს. ისლამის მიხედვით, ყველა ადამიანი განურჩევლად მათი სქესის, სოციალური ფენის, წარმომავლობის, გვარიშვილობის, კანის ფერის, რელიგიისა და ენისა, სამართლის წინაშე - ყველა თანაბარია. ისლამის მიხედვით, ადამიანის სიცოცხლე, ქონება, ნამუსი, ღირსება, რელიგია და გონება, წმინდა და ხელშეუხებელია, იმდენად, რომ უზენაესი ალლაჰი მუსლიმებს მტრების მიმართაც კი სამართლიანობისკენ მოუწოდებს: „ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! იყავით ალლაჰის წინაშე მოწმენი სამართლიანობით, ჭეშმარიტების განმამტკიცები! და არ გაიძულოთ ზოგიერთ ადამიანთა მიმართ სიძულვილმა, რომ სამართლიანად არ იქცეოდეთ. იყავით სამართლიანი, ის უფრო ახლოა ღვთისმოშიშობასთან; და გეშინოდეთ ალლაჰისა, უეჭველად, ალლაჰმა უწყის, რასაც იქმთ თქვენ“.4

სამართალი ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს, რათა საზოგადოება სწორი გზით წარიმართოს. სადაც სამართალია, იქ ურთიერთნდობა და პატივისცემა უფრო მეტია. ვინაიდან, იმისთვის, რომ საზოგადოება მყარად იდგეს ფეხზე, სამართალია საჭირო. შერჩევითი სამართლის არსებობის შემთხვევაში კი, საზოგადოებაში მჩაგვრელობა, უნდობლობა, ყაჩაღობა, შუღლი და ქაოსი დაისადგურებს. აქედან გამომდინარე, ადამიანებზე სამართლიანად მოპყრობა და მათი პირადი უფლებების დაცვა, თითოეული მუსლიმის ვალდებულებაა. მშობლები - შვილების წინაშე, შვილები - მშობლების წინაშე, ინდივიდი - საზოგადოების წინაშე, საზოგადოება - კანონის წინაშე, მოსამართლე - ბრალდებულების წინაშე და მმართველი ხალხის წინაშე პასუხისმგებელია. ამიტომ, თითოეული მათგანი ვალდებულია დაიცვას სამართალი.


3 სურა ნეჰლი, 16/90

4 სურა მაიდე, 5/8

25