ისლამი ყოველმხრივ თავაზიანობისკენ მოგვიწოდებს
„მუსლიმი, ნამუსისა და ღირსების შემლახავი, მაწყევარი, სიავის მქნელი და ცუდად მოასაუბრე პიროვნება არ არის“.11
უხეშობა, შეურაცხყოფა, დამცირება და უპატივცემულობა, ჭეშმარიტი მუსლიმის თვისებები არ არის. პირიქით, ჭეშმარიტი მუსლიმის თვისებები - მოკრძალება, თავაზიანობა, გულწრფელობა და ლმობიერებაა. ვინაიდან ისლამი, ყოველგვარ სიძვას, გასაკიცხ ქმედებებს, უზნეობას, უპატივცემულობას, უხამსობას, შეურაცხყოფას, წყევლას, სიავეს, ბოროტებასა და უსამართლობას კრძალავს.
ისლამის მიხედვით, ყოველი ადამიანის სიცოცხლე, გონება და ნამუსი ხელშეუხებელია. ხოლო, ადამიანის დაშინება და შეურაცხყოფა ყოვლად მიუღებელია. ამასთანავე, ვინმეს ქონებაზე, მშობლებზე, ოჯახის წევრებზე, წარმომავლობაზე, რასასა და რელიგიაზე, თეორიული და პრაქტიკული იერიშის მიტანა, კატეგორიულად აკრძალულია. ასევე, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანის შეურაცხყოფა, ყოვლად მიუღებელია. აზრთა სხვადასხვაობა დასაშვებია, თუმცა ეს უსამართლობაში არ უნდა გადაიზარდოს. უმთავრესია, ყოველი პრობლემა თუ საკითხი, ყოველთვის ურთიერთშეთანხმებით იქნას მოგვარებული, ისე რომ, ყოველი მიღებული გადაწყვეტილება, სამართლისა და ზნეობის ჩარჩოებს არ სცდებოდეს. რა თქმა უნდა, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ მისი ცემა და ნებისმიერი სახის შეურაცხყოფა მიუღებელია.
მეორე მხრივ, მუსლიმი მხოლოდ ადამიანების მიმართ კი არ უნდა იყოს მოკრძალებული და შემწყნარებელი, არამედ ცხოველებისა და მცენარეების მიმართაც. ვინაიდან, ბუნებისა და ცხოველების მიმართ ლმობიერებისა და სიბრალულის გამოჩენა, ისლამის მოწოდებაა.
ბოლო შუამავალი (ს.ა.ს.) ადამიანებს ურჩევს, ყოველი სიკეთე დაყვედრების გარეშე, უანგაროდ გააკეთონ, რადგან მისი ცხოვრების ისტორიაში უამრავი მაგალითია იმისა, რომ ის ხალხის, ოჯახის, უფროსების, უმცროსების, მოკლედ რომ ვთქვათ, ყოველი რელიგიისა და რასის ადამიანის მიმართ, უაღრესად თავაზიანი და მოკრძალებული პიროვნება იყო.
11 თირმიზი, ბირრ, სილა, 48