ისლამი - ცოდნისა და სიბრძნის რელიგიაა
„უთხარი: „განა თანასწორნი არიან განსწავლულნი და უვიცნი?!“8
ყოვლისმცოდნე, აბსოლუტური და ამომწურავი ცოდნის პატრონმა, ყოველი დეტალის უნაკლოდ მცოდნე უზენაესმა ალლჰმა (ელ-‘ალიმ), ადამიანი ცოდნით და ამ ცოდნის გამოყენების ნიჭით გააჩინა. ვინაიდან, ისლამის რელიგიის მიზანი ის არის, რომ ადამიანის მიერ შესწავლილი და სხვებზე გადაცემული ცოდნა, ხალხისთვის და სამყაროსთვის სასარგებლო იყოს. სასარგებლო ცოდნის შეძენა და ამ ცოდნის სასიკეთოდ გამოყენება აუცილებელია. ვინაიდან, შუამავალ მუჰამმეძე (ს.ა.ს.) გარდმოვლენილი პირველი ბრძანება „იკითხე!“- იყო.
ისლამში ეს ბრძანება ანუ „იკითხე!“, იმაზე უფრო ფართო მნიშვნელობას ატარებს, რასაც მხოლოდ წერა-კითხვის შესწავლა ჰქვია. რადგან, ამ ბრძანების მიზანი ის არის, რომ ადამიანმა შეისწავლოს, გაიცნოს სამყარო და ამგვარად სიბრძნეს ეზიაროს. ასევე, ადამიანმა საკუთარი თავიც უნდა შეისწავლოს, რათა ამ სიბრძნით უკეთ გაანალიზოს ის ჭეშმარიტება, რომ უნაკლო და უბადლო ამ ყველაფრის გამჩენი უზენაესი ალლაჰია და ისიც, რომ მორჩილებისა და თაყვანის ღირსი მხოლოდ ის არის. ადამიანი, რაც უფრო უკეთ შეისწავლის ალლაჰის მიერ გაჩენილ ადამიანსა და სამყაროს, მით უფრო ადვილად გააცნობიერებს იმ ჭეშმარიტებას, რომ ალლაჰის გარდა, ამ ყველაფერის გაჩენის ძალა არავის შესწევს.
ცოდნის შეძენისთვის დროისა და ჯაფის გახარჯვა, ყველაზე ნაყოფიერი ქმედებაა. ისლამის მიხედვით, მნიშვნელობა არ აქვს, კაცი იქნება ეს თუ ქალი, თითოეული ინდივიდისთვის, ცოდნის შეძენა აუცილებელია. ამ საკითხთან დაკავშირებით, ბოლო შუამავალი (ს.ა.ს.) ასე ბრძანებს: „ან მასწავლებელი იყავი, ან მოსწავლე, ან მსმენელი იყავი, ანკიდევ ცოდნის მოყვარული და მხარდამჭერი. ნუ იქნები მეხუთე, (რადგან) განადგურდები!“9
სინამდვილეში, თითოეული შუამავალი (ს.ა.ს.) ამავდროულად მასწავლებელიც არის და ადამიანებს, ჭეშმარიტი ცოდნის წყალობით, ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ ბედნიერებას სთავაზობს. რადგან, ჭეშმარიტი ცოდნა, ალლაჰის წიაღ ძვირფასი და ყოვლად მნიშვნელოვანია. რწმენა ისეც ცოდნით მოიპოვება . ხოლო, ადამიანს კარგი ზნეობა, ცოდნას მოაპოვებინებს. საბოლოოდ, ადამიანი, ჭეშმარიტი ცოდნითა და ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებით, ამაღლდება.
ისლამის მიხედვით, მუსლიმი სიავისკენ მიმართულ, არასწორ და უსაფუძვლო ცოდნას, სიბრძნედ არ აღიქვამს. ამასთანავე, ის, ვინც ცოდნას ამქვეყნიური მცირე სარგებლის გამო, გაყიდის, ბრძენი კი არა, უზნეო და საცოდავი პიროვნებაა. რადგან, ცოდნასაც თავისი ზნეობრივი კრიტერიუმები გააჩნია.
შუამავალი (ს.ა.ს.) ალლაჰს სასარგებლო ცოდნას სთხოვდა, უსარგებლო ცოდნისგან კი ისევ მას ეკედლებოდა. ის, თავის მიმდევრებს, შეუცვლელი და უტყუარი სიბრძის - ყურანის სწავლასა და სხვებზე სწავლებას ურჩევდა. უეჭველად, სიბრძნისა და ცოდნის ყველაზე უტყუარი წყარო, წმინდა ყურანია. ხოლო, შუამავლის (ს.ა.ს.) გადმოცემის თანახმად; „ვინც მის ჰადისებს სწორი ფორმით მომავალ თაობებს გადასცემს, იმქვეყნად აუცილებლად დაჯილდოვდება“. ამით მას უნდოდა ცოდნა გავრცელებულიყო და უვიცობა გამქრალიყო.
შუამავალი (ს.ა.ს.) თავის ჰადისებში გადმოგვცემს: „ვინც ცოდნის შეძენისთვის გზად გაეშუროს და გარდაიცვალოს, სამოთხეში მოხვდება, ასევე, ვინც საზოგადოებას სასარგებლო ცოდნას შეასწავლის, მისი გარდაცვალების შემდეგ, მანამ მადლი დაეწერება, ვიდრე ამ ცოდნის გამოყენება გაგრძელდება. ხოლო, ვინც მას, სიმართლის ცოდნის მიუხედავად, ხალხში არასწორ ცოდნას გაავრცელებს, უდიდესი ცოდვა დაეკისრება. ისლამის მიხედვით, ცოდნის შეძენა და უვიცობისგან თავის დაღწევა აუცილებელია, ამავდროულად ეს ერთგვარ ღვთისმსახურებად ითვლება, რადგან ბრძენი მუსლიმი, ამით უფრო მეტ მადლს მოიპოვებს და ალლაჰს უფრო დაუახლოვდება. აქედან გამომდინარე, შუამავალს (ს.ა.ს.) ასე უბრძანებია: „ერთი მორწმუნის მიერ შესწავლილი ცოდნის, მეორე მორწმუნე ძმაზე გაზიარება, მუსლიმის მხრიდან გაღებული, ყველაზე მადლმოსილი მოწყალებაა“.10
8 სურა ზუმერი, 39/9
9 და’რიმი, მუქადდიმე, 26
10 იბნი მაჯე, სუნნეთი, 20