მუსლიმი, აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას

„ნუთუ ეგონა ადამიანს, რომ უპასუხისმგებლოდ იქნებოდა მიტოვებული?“15

უზენაესმა ალლაჰმა ადამიანი სხვა არსებებისგან თავისი გონებით, სიძლიერით, შემოქმედებით, პასუხისმგებლობითა და ცნობიერებით გამოარჩია. ის ცისა და დედამიწის ბატონ-პატრონის, ერთადერთი ალლაჰის მიერ საუკეთესო ფორმით იქნა გაჩენილი. ალლაჰმა ადამიანი არაფრისგან გააჩინა, უნაკლო ფორმით შექმნა, დაარწყულა, მას სარჩო უწყალობა და ყოველგვარი სიკეთე მიჰმადლა. ხოლო, უზენაესი ალლაჰი, ადამიანისგან (მასზე) რწმენასა და ნაყოფიერი საქმეების კეთებას ითხოვს. რადგან, ადამიანის ამქვეყნად მოვლენის მთავარი მიზანი ის არის, რომ მან გამჩენის წინაშე უპირობო მორჩილება გამოხატოს და დედამიწაზე სიკეთე თესოს. ალლაჰმა, ადამიანს თავისუფალი არჩევანის უფლება მისცა. თუკი ადამიანი ალლაჰის ბრძანებებს უპირობოდ შეასრულებს, ის სამოთხეს დაიმსახურებს, თუ არა და - ჯოჯოხეთში აღმოჩნდება.

პასუხისმგებლობა ადამიანს ცხოვრების გზას უჩვენებს, მას უმიზნო ცხოვრებისგან იხსნის. პასუხიმგებლიანმა ადამიანმა იცის, რომ ცხოვრება, მხოლოდ ჭამა-სმა და დროს ტარება არ არის და რომ ის დაკისრებული ვალდებულებების პირნათლად შესრულებას მოითხოვს. ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ თავისუფალ არჩევანთან ერთად, მას უდიდესი პასუხისმგებლობაც აკისრია. ჭეშმარიტ მორწმუნეს, ვალდებულებების პირნათლად შესრულება, უფრო ბედნიერს და მშვიდს გახდის.

ყურანის თანახმად, ალლაჰი თავის გაჩენილს არ აკისრებს იმაზე მეც, რისი ფიზიკური და მორალური შესაძლებლობაც არ გააჩნია. უზენაესმა ალლაჰმა ყველაზე კარგად უწყის თავის გაჩენილთა შესახებ, ამიტომ, დავიწყებითა და შეცდომით ჩადენილი ცოდვების გამო, მათ პასუხს არ მოსთხოვს. უფრო მეტიც, უზენაესი ალლაჰი მუსლიმებს არ მოჰკითხავს იმას, რაც მალულად უდევთ გულებში და რაზეც არასდროს ილაპარაკებენ.

პასუხისმგებლობის გაცნობიერება ნიშნავს, ადამიანმა კარგად გააანალიზოს, რომ ის ამქვეყნად ღმერთმა იმისთვის გააჩინა, რომ გამოეცადა, ბოლოს კი კვლავ მას დაუბრუნდება. ასევე, ადამიანს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ალლაჰი მას გამუდმებით აკონტროლებს. აქედან გამომდინარე, ადამიანი ყოველი ნაბიჯის გადაგმისას, შედეგებზე კარგად უნდა დაფიქრდეს.

ადამიანის უპირველესი და უმთავრესი ვალდებულება ის არის, ალლაჰს ისე სცეს თაყვანი, რომ მას თანაზიარი არ დაუდგინოს. შემდეგ კი ადამიანებს კარგად მოექცეს და კაცობრიობისთვის სიკეთე აკეთოს. აქედან გამომდინარე, ჭეშმარიტი მორწმუნის თითოეული ქმედება ღმერთისთვის მისაღებია და ადამიანებისთვის სასარგებლო. ჭეშმარიტ მორწმუნეს არ ძალუძს იყოს ბოროტი და ავი. ვინაიდან მორწმუნეს, თავისი ხალხის, ოჯახის, ნათესავების და ბუნების წინაშე უდიდესი პასუხმგებელობა აკისრია.

ისლამის მიხედვით, უფლებამოსილება და ვალდებულება, ორსაფეხურიანი სასწორის მსგავსია, რადგან უფლებამოსილებას პასუხისმგებლობაც თან ახლავს. პიროვნება, რომელიც ძალა-უფლებას მოიპოვებს, მან სამაგიერო პასუხისმგებლობაც უნდა იკისროს. ამგვარი ქმედებებით, ძლიერი და მყარი საზოგადოების ჩამოყალიბება შესაძლებელი გახდება.


15 სურა ყიამეთი 75/36

30