მუსლიმი, გულწრფელი და მართლის მთქმელი პიროვნებაა
„თქვი - ვირწმუნე ალლაჰის, შემდეგ კი გულწრფელი იყავი!“21
გულწრფელობა, ზნეობის ერთ-ერთი გამოხატულებაა, რომელიც სიტყვისა და ქმედების ერთობლიობას, ერთგულებას და განზრახვის მიხედვით ქმედებას ნიშნავს. ისლამი საუკეთესო ზნეობის რელიგიაა და რა თქმა უნდა, ის გულწრფელობას, ყოველმხრივ სიმართლის საუბარს, ნდობასა და ერთგულებას ბრძანებს.
შუამავალი (ს.ა.ს.) რწმენასა და ერთგულებას შორის მჭიდრო კავშირის შესახებ საუბრობს და ასე ბრძანებს: „ვინც ჩვენ მოგვატყუებს, ჩვენიანი არ არის“.22 ამ ჰადისის თანახმად, მუსლიმს არ აქვს უფლება, ორპირი ან მატყუარა ადამიანი იყოს. ასევე, ის ერთ-ერთ ჰადისში გადმოგვცემს: „პიროვნებამ, რომელსაც სწამს ალლაჰის და უკანასკნელი დღის, ან სასარგებლო უნდა ილაპარაკოს ან გაჩუმდეს!“23
მუსლიმი, პირველ რიგში, გამჩენის წინაშე უნდა იყოს გულწრფელი. მისი ერთგული მონა-მსახური უნდა იყოს და მთელი გულით მას უნდა მიეკედლოს. შემდეგ კი განზრახვა, სიტყვა და საქმე ერთი უნდა ჰქონდეს და საზოგადოებაში, ნდობით აღჭურვილი პირი უნდა იყოს. ვინაიდან, ოჯახთან ურთიერთობისას, ვაჭრობისას, მოსწავლისა და მასწავლებლის რანგში ყოფნისას, სამსახურში, მეგობრებთან ურთიერთობისას, უფრო მეტიც, გართობის დროსაც კი, ტყუილისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს, რადგან, მყარი და სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი - ერთგულებაა.
21 მუსლიმი, რწმენა, 62
22 მუსლიმი, რწმენა, 164
23 ბუხარი, რიყაყი, 23