მუსლიმი - მადლიერი მსახურია

„და ვფიცავ, ჩვენ დაგამკვიდრეთ ქვეყანაზე და ჩვენ დაგიდგინეთ საარსებო. რაოდენ მცირეა თქვენი მადლიერება?!“24

ისლამში, მომადლებული სარჩოს მნიშვნელობის გაცნობიერებას და ამ საარსებო სარჩოს წყალობისთვის, ალლაჰზე მსახურებას, „მადლიერება“ ეწოდება. მადლიერება, ზოგჯერ გულით, ჩუმად, ზოგჯერ კი, ენით ალლაჰზე მადლობის გადახდას ნიშნავს. ასევე, მისდამი დიდი პატივისცემის გამოხატვას და იმის აღიარებას ნიშნავს, რომ ალლაჰის წყალობის გარეშე, სიცოცხლის გაგრძელება შეუძლებელია.

გულით მადლიერების გამოხატვა, სარჩოს მომმადლებელი ალლაჰის რწმენას ნიშნავს. ენით წარმოთქმული მადლიერება კი, მთელი არსებით ალლაჰზე მადლობის გადახდას გამოხატავს. ხოლო, სხეულით გამოხატული მადლიერება, მთელი ენერგიის ალლაჰის კმაყოფილების მოპოვებისთვის – ლოცვისა და მარხვის მსგავს ღვთისმსახურებებში გახარჯვას და ალლაჰის აკრძალვებისგან შორს დგომას ნიშნავს. ქონებით გადახდილი მადლიერება კი, სადაყასა და ზექათის გადახდით, სოციალურად გაჭირვებულებზე დახმარების გაწევას ნიშნავს. თანამდებობითა და ავტორიტეტით მადლიერების გამოხატვა კი, ძალაუფლების სიკეთისა და სიმართლის გზაზე გამოყენებას გამოხატავს.

სინამდვილეში მადლიერება, პიროვნების მიერ, მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი ალლაჰის მონა-მორჩილებაა. ადამიანმა ტანისამოსის, ფიზიკური თუ გონივრული ნიჭიერებისთვის, სოციალური თუ მორალური, ყოველგვარი შესაძლებლობისა და კიდევ უამრავი წყალობისთვის, ალლაჰის წინაშე მადლიერება უნდა გამოხატოს.

ჸპიროვნება, პირველ რიგში, მისი ამქვეყნად ადამიანად გაჩენის მადლიერი უნდა იყოს. თუკი ადამაინები, მცირე დამხარების გამო, ერთმანეთს მადლობას უხდიან და ამას საკუთარ თავს მოვალეობად უთვლიან, მაშინ მათ, უამრავი სარჩოს მომმადლებელი ალლაჰი არასდროს არ უნდა დაივიწყონ. მათ, თავიანთი უმწეობა და უძლურება კარგად უნდა გააცნობიერონ, ვინაიდან ალლაჰის წყალობის გარეშე ადამიანის სიცოცხლე პრაქტიკულად შეუძლებელია.

მეორე მხრივ, ისლამის მორალიდან გამომდინარე, ერთმა ადამიანმა მეორეს, რომელმაც მას სიკეთე გაუკეთა, მადლობა უნდა გადაუხადოს და ის კარგად მოიხსენიოს. ამასთან დაკავშირებით, შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს: „ადამიანების მიმართ უმადური პიროვნება, მადლიერებას არც ალლაჰის მიმართ გამოხატავს“.25

მადლობის გამოხატვა, ადამიანებს შორის ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულს, უფრო მყარს გახდის. ასევე, ასეთი ქცევა, მათში არსებულ ცუდ თვისებებსა და უმადურებას აღმოფხვრის. ისლამის მორალის თანახმად, თუკი ადამიანს არ აქვს იმის მატერიალური შესაძლებლობა, რომ მეორე ადამიანს სამაგიერო იგივეთი გადაუხადოს, მაშინ მისთვის ვედრება უნდა აღავლინოს.


24 სურა ეღრაფი, 7/10

25 თირმიზი, ბირრი და სილა, 35

35