მუსლიმი, საკუთარ ოჯახს კარგად მოეპყრობა

„თქვენ შორის ყველაზე საუკეთესო ის არის, ვინც საკუთარ ოჯახზე ყველაზე კარგად ზრუნავს, მეც, ოჯახის მიმართ, სიკეთის გაკეთების საკითხში, ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ვარ!“16

ისლამი მკაფიოდ მოუწოდებს ყველა მუსლიმს, ოჯახები შექმნან და ღვთისმოშიში თაობები აღზარდონ. ქორწინება, მხოლოდ განსაკუთრებული ფენებისთვის, განკუთვნილი რამ არ არის. ხშირად ქორწინებასა და ოჯახის შექმნას თან ახლავს გარკვეული სოციალური პრობლემები. ამ პერიოდში ეს ოჯახი დახმარებასა და გვერდში დგომას საჭიროებს, ვინაიდან ადამიანები ვალდებული არიან ერთმანეთს დახმარების ხელი გაუწოდონ. პიროვნებას არ უნდა ეთაკილებოდეს, რომ ის სოციალურად გაჭირვებულია და გარკვეულ დახმარებას საჭიროებს. ვინაიდან, ყველა ადამიანი ერთიმეორეზეა დამოკიდებული. მხოლოდ ალლაჰი არ არის არავისზე დამოკიდებული, პირიქით, ყველა და ყველაფერი მის დაქვემდებარებაშია. აქედან გამომდინარე, ადამიანისთვის, ქორწინება და ოჯახის შექმნა, ბუნებრივი საჭიროებაა.

ისლამის რელიგია, ოჯახის შექმნასთან ერთად, ოჯახისთვის საჭირო ვალდებულებების შესრულებასაც ბრძანებს. კარგი ოჯახის არსებობისთვის - პატივისცემა, სიყვარული, სიბრალული, ნდობა, ერთგულება და ჭირსა თუ ლხინში ერთიმეორის გვედით დგომა, აუცილებელია.

ისლამი ოჯახში ძალადობის კატეგორიული წინააღმდეგია. სხვა საკითხების მსგავსად, ამ საკითხშიც ყველაზე კარგი მაგალითი, მუჰამმედ შუამავლის (ს.ა.ს.) ცხოვრებაა. შუამავალი (ს.ა.ს.), თავის ცოლებს, შვილებს და მის გვერდით მყოფ მოსამსახურეებს, არასდროს გაწყრომია და მათთვის ერთი ცუდი სიტყვაც კი არ უთქვამს. დალოცვილი აიშე (რ.ა.) გადმოგვცემს: „მას ჩემზე ხელი არასდროს აუწევია“.17 აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პიროვნების მიერ შვილების, ცოლის, მშობლების, დედმამიშვილების და ახლო ნათესავების მიმართ განხორციელებილი ყოველგვარი ძალადობა, კანონის წინაშე დანაშაულია, ალლაჰის წიაღ კი - ცოდვა.

მუსლიმმა იცის, რომ შვილებთან, მშობლებთან და ცოლთან ერთად ერთ ოჯახში ცხოვრება, ალლაჰისგან მომადლებული წყალობაა. ასევე, ის აცნობიერებს იმასაც, რომ მომადლებული ყოველი წყალობის მსგავსად, ოჯახიც ერთგვარი გამოცდაა. აქედან გამომდინარე, ოჯახის გაძლიერება და მისი თითოეული წევრის ბოროტებისა და საშიშროებისგან დაცვა, თითოეული მუსლიმი კაცისა და ქალის ვალდებულებაა. ოჯახის წევრების მიმართ სამართლიანობა, მათი მოვლა-პატრონობა და უფლებების დაცვა, თითოეული მართლმორწმუნის ვალდებულებაა, რადგან, ისლამი თითოეული მუსლიმისგან სწორედ ამას მოითხოვს.


16 თირმიზი, მენაქიბი, 63

17 მუსლიმი ფედაილ, 73

31