მუსლიმი სხვას არასდროს დაჩაგრავს

„უზენაესი ალლაჰი ასე ბრძანებს: „მე უსამართლობა საკუთარ თავსაც ავუკრძალე და ჩემს მონა-მსახურსაც. ამიტომ, ერთიმეორეს უსამართლოდ არ მოექცეთ!“20

უსამართლობა - სხვისი პირადი უფლების შელახვა, რამის ღირსეულზე არა და უღირსზე მიკუთვნება, სხვისი საკუთრების მისაკუთრება და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა. უსამართლობა - ყოველგვარი წამების, მჩაგვრელობის, სატანიზმისა და დესპოტიზმის საერთო ცნებაა.

ისლამის მიხედვით, ყველაზე დიდი უსამართლობა ალლაჰის გარდა სხვა ღვთაების აღიარება და ალლაჰზე თანაზიარის მიჩენაა. ადამიანის მიერ უზენაეს ალლაჰზე თანაზიარის დადგენა, რომელმაც ის გააჩინა და მას უამრავი სარჩო მიჰმადლა, „შირქია“. „შირქი“ - ალლაჰის გარდა სხვა რამეების ღმერთებად დადგენა და მათზე თაყვანია. ეს კი პირდაპირი მნიშვნელობით უსამართლობას ნიშნავს.

შირქთან ერთად, ყურანისა და შუამავლების უარყოფა და მათ მიმართ უპატივცემულობა, უდიდესი უსამართლობაა. პიროვნება, თავისი ასეთი ქმედებით, მისი გამჩენის მოწინააღმდეგე უსამართლო ხალხს არ უნდა შეუერთდეს. მან საკუთარი თავი რწმენისგან ნაკლული არ უნდა დატოვოს და საკუთარ თავს ამქვეყნიური და იმქვეყნიური ბედნიერება და სიმშვიდე არ უნდა აუკრძალოს. ამგვარად, ამიერი და იმიერი სამყარო საკუთარი თავს საპატიმროდ არ უნდა გადაუქციოს.

ასევე, პიროვნებამ მის ირგვლივ არსებულ სულიერ თუ უსულო არსებებს ზიანი და ტკივილი არ უნდა მიაყენოს. თითოეული პიროვნება ვალდებულია ადამიანების მიმართ ლმობიერება და სიბრალული გამოიჩინოს და ასეთი ქმედებით მჩაგვრელობასა და სატანიზმს წინ აღუდგეს და უსამართლობა აღკვეთოს.

როდესაც ისლამი უსამართლობას კრძალავს, ამ დროს მუსლიმისა და არამუსლიმის განსხვავებას არ აკეთებს, რადგან, ვიდრე უსამართლობა არ აღიკვეთება, მანამდე საზოგადოებაში სიმშვიდე ფეხს ვერ მოიკიდებს. ძალაუფლებისა და გამდიდრების ჟინით შეპყრობილი ზოგიერთი უსამართლო ადამიანი, საბოლოოდ საზოგადოებას ქაოსში გახვევს და განადგურების პირას მიიყვანს. აქედან გამომდინარე, მუსლიმი, ნებისმიერი ვითარებისა თუ მდგომარეობის დროს, უსამართლოდ ჩაგრული და უმწეო ხალხის გვერდში უნდა დადგეს. მან მართლები უნდა დაიცვას და უსამართლოებსა და მჩაგვრელებს წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს.

ისლამი, შირქით დაწყებული, ყოველგვარ უსამართლობას კრძალავს, რადგან ალლაჰს არ უყვარს უსამართლონი და მათ არასდროს დაიცავს. უფრო მეტიც, უეჭველად მათთვის იმქვეყნად ჯოჯოხეთის აგიზგიზებული ცეცხლი აქვს გამზადებული.


20 მუსლიმი, ბიირი და სილა, 20

33