მუსლიმი, ჯოჯოხეთისკენ მიმავალ გზებს არ დაადგება

„და ვინც განუდგება შუამავალს იმის შემდგომ, როცა ჭეშმარიტება ცხადი გახდა მისთვის, და იგი დაადგება გზას, რომელზეც არ ადგანან მორწმუნენი, ჩვენ მივაქცევთ მას, საითკენაც შეტრიალდა და შევუნთებთ მას ჯოჯოხეთში. და რა საზიზღარია ეს მისაქციელი!“34

უეჭველად, ისლამი ადამიანებისგან რის შესრულებასაც მოითხოვს, ყველაფერი ადამიანს სარგებელს აძლევს, ხოლო ყველაფერი, რასაც კრძალავს, ადამიანებისთვის საზიანოა. ისლამის მიერ აკრძალული სიტყვებისა და ქმედებების თავში „შირქი“ დგას. შირქი, ალლაჰზე თანაზიარის დადგენას, ალლაჰის გარდა, სხვა ღვთაებებზე პატივის მიგებას ნიშნავს. ვინც უარყოფს ალლაჰს და სალოცავად სხვა არსებებს დაიდგენს, მისი მარადიული სამყოფებელი ჯოჯეხეთის ცეცხლი იქნება.

ისლამი, ალლაჰზე რწმენის შემდეგ, ცოდვების ჩადენას, მათ სააშკარაოზე გამოტანას და ყოველგვარი სინანულის გარეშე, სისტემატურად ცოდვების კეთებას, კატეგორიულად კრძალავს.

ისლამში „ჰარამის“ სახელით ცნობილი აკრძალვები, ყურანითა და ჰადისებით არის განსაზღვრული. თუ ადამიანი ამ აკრძალულებს გააკეთებს და არ მოინანიებს, ან კიდევ თუ ალლაჰი მას არ მიუტევებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ჯოჯოხეთით დაისჯება. აკრძალული დიდი ცოდვების ჩამონათვალი ასეთია: ალლაჰზე მოზიარის დადგენა ან კიდევ ალლაჰის უარყოფა და სხვა არსებების ღვთაებებად დადგენა. უმიზეზოდ ადამიანის მოკვლა. თვითმკვლელობა და ევთანაზია. ალკოჰოლური სასმელების დალევა და ნარკოტიკის მიღება. აზარტული თამაშები. პროცენტი. ქურდობა. უსამართლო გზებით ქონების მოპოვება. გაზომვისა და აწონვის დროს ტყუილის თქმა. მრუშობა. პატიოსან ქალზე მრუშობის დაბრალება. ობლის ქონების მითვისება. პიროვნების უფლების შელახვა და სახელმწიფო ხაზინიდან ფულის მითვისება. ადამიანებს შორის არეულობის მოწყობა. სულიერი არსებების წამება. მშობლების მიმართ უპატივცემულობა. მეზობლებზე ზიანის მიყენება და ნათესაური კავშირების გაწყვეტა. ქონების, დროისა და სიჯანსაღის ფუჭად გამოყენება.35

როდესაც, მედინელი კაცები და ქალები პირველად შუამავალთან (ს.ა.ს.) მივიდნენ და მას ნდობა შეჰფიცეს, სიტყვა დადეს, რომ შემდეგ პირობებს არ დაარღვევდნენ: არავის ეთაყვანებიან გარდა ალლაჰისა, არ მოიპარავენ, არ იმრუშებენ, არ მოკლავენ შვილებს, ტყუილს არ იტყვიან თავიანთი გაკეთებული საქმეების შესახებ, არ იჭორავებენ და შუამავალს (ს.ა.ს.) არანაირ კეთილ საქმეში არ ეურჩებიან.

აქედან გამომდინარე ამ პრინციპების დაცვა, ადამიანს სიავისა და ჯოჯოხეთის ცეცხლისგან იხსნის.

სინამდვილეში, სწორედ ურწმუნოება და ამორალური ქმედებებია ჯოჯოხეთში მოხვედრის მიზეზი. ამასთან დაკავშირებით, ისლამში, უზნეობისთვის, სიამაყისთვის, სიძუნწისთვის, უკეთურების თესვისთვის, ეჭვიანობისთვის და თითოეული მსგავსი ქმედებისთვის, განსხვავებული სასჯელი არის დადგენილი.

მუსლიმი, საკუთარი ხელით, ქურდობასა და ყაჩაღობას არ ჩაიდენს და ფიზიკურად არავის შეურაცხყოფს. საკუთარი ენით არ იჭორავებს, უდანაშაულო ადამიანს ბრალს არ დასდებს, არ იცრუებს და ტყუილზე არასდროს დაიფიცებს. ამავდროულად, მრუშობის მსგავსი აკრძალული ქმედებებისგან თავს შორს დაიჭერს და პატიოსნად იცხოვრებს.

ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ერთ-ერთ ჰადისში ასე ბრძანებს: „ჯოჯოხეთი გადაივსება იმით, რაც თვალწარმტაცია, მაგრამ სამოთხე იმით, რაც სულს ვერ ხიბლავს“.36 აქედან გამომდინარე, ადამიანისთვის ჯოჯოხეთის ცეცხლისგან გადარჩენისა და სამოთხის მოპოვების გზა რწმენაზე, მოთმინებაზე, სიქველეზე, გონიერებაზე, გამჭრიახობასა და იმეძე გადის.


34 სურა ნისა, 4/115

35 სურა მუმთეჰინე, 60/12, ბუხარი, დიეტი, 2

36 ბუხარი, რიყაყი, 28

38