მცირე (აბდესი) და დიდიგანბანვა (ღუსლი)

„სამოთხის გასაღები ლოცვაა,

ლოცვის გასაღები კი - აბდესი“.4

ისლამის მიხედვით, მუსლიმი ღვთისმსახურების აღსრულებამდე, ფიზიკური და სულიერი ჭუჭყისგან უნდა განთავისუფლდეს. ეს გასუფთავება კი მცირე განბანვისა (მცირე აბდესი) და დიდი განბანვის (ღუსლი) პრინციპზეა დაფუძნებული.

მუსლიმმა, რომელსაც ღვთისმსახურების აღსრულება სურს, ჯერ აბდესი უნდა აიღოს. თუ დიდი განბანვა ესაჭიროება, მაშინ უნდა განიბანოს. ამგვარად, ის ფიზიკური და შინაგანი სიბიძურისგან განიწმინდება. ვინაიდან, ყოველი მორწმუნისთვის, ლოცვაზე დადგომის წინ, აბდესის აღება აუცილებელია.

მცირე განბანვის ფარძები ესენია: სახის დაბანა, ორივე მკლავის იდაყვების ჩათვლით ერთხელ დაბანა, თავზე „მეშის“ გაკეთება, ანუ სველი ხელის მოსმა და ფეხების დაბანა. შუამავლის (ს.ა.ს.) მიერ თავის მიმდევრებზე შესწავლილი აბდესი აღების წესები ანუ აბდესის სუნნეთები ესენია: განზრახვა, აბდესის – მცირე განბანვის ალლაჰის სახელით დაწყება, ხელების მაჯებამდე დაბანა, პირისა და ცხვირის სამჯერ წყლით გამობანა, თავის უკანა, წინა ან მთელ თავზე „მეშის“ გაკეთება, ყურების სველი ხელით გასუფთავება, მცირე განბანვის დროს დასაბანი ორგანოების სამჯერ დაბანა, თითებს შორის ადგილების დაბანა.

სისუფთავის პირობათაგან ერთ-ერთი - დიდი განბანვაა (ღუსლი). დიდი განბანვა - მთელი სხეულის სუფთა წყლით განბანვას ნიშნავს, რომელიც კონკრეტულ შემთხვევებში, ისლამის დოგმატიკით აუცილებელია. დიდი განბანვით, ადამიანი, ხორციელად და სულიერად განიწმინდება.

კაცისა და ქალის ურთიერთთანაცხოვრების შედეგად, სიზმარში ან სხვა გზებით ორგანიზმიდან სპერმის გამოყოფა, დიდ განბანვას საჭიროებს. ქალების შემთხვევაში, დედათა წესის (მენსტრუაცია) შეწყვეტის შემდეგ, დიდი განბანვა აუცილებელია.

მორწმუნემ, დიდი განბანვა, ღმერთის სახელის ხსენებითა და განზრახვით უნდა დაიწყოს. შემდეგ ცხვირი და პირი თითოჯერ უნდა გამოიბანოს. (დიდი განბანვის დროს, პირსა და ცხვირში, მცირე აბდესთან შედარებით, მეტი წყალი უნდა მიეწოდოს და უფრო გულდასმით გამოირეცხოს). ბოლოს კი მთელი სხეული გულდასმით უნდა დაიბანოს, ისე რომ ტანზე არცერთი ადგილი მშრალი არ უნდა დარჩეს.

მცირე ან დიდი განბანვის დროს, ზედმეტად ბევრი წყლის მოხმარება მიუღებელია. შუამავლის (ს.ა.ს.) არა ერთ ჰადისში გადმოცემულია, რომ მუსლიმი, რომელიც გულდასმით აბდესს აიღებს, ცოდვებისგან განიწმინდება. აქედან გამომდინარე, აბდესი, სტრესის მოხსნის, უამრავი ავადმყოფობის გასაღები და მადლის მოგებისთვის მომადლებული წყალობაა. მდგომარეობის მიხედვით, დიდი და მცირე განბანვის შედეგად, მორწმუნეს უფლება ეძლევა ლოცვა აღასრულოს.


4 თირმიზი, თაჰარეთი, 1

17