რელიგია

„უეჭველად, ალლაჰის წინაშე

სარწმუნოება ისლამია“.2

რელიგია უზენაესი ალლაჰის მიერ შუამავლების გზით ადამიანებზე გარდმოვლენილი ღვთიური კანონებია. ეს კანონები ჭეშმარიტების ერთადერთი წყაროა და ის ადამიანების, როგორც ამქვეყნიური, ასევე იმქვეყნიური ბედნიერებისთვის იქნა გარდმოვლენილი.

რელიგია პირველ ადამიანებთან ერთად დადგენილა და წარღვნის დღემდე იარსებებს. ვინაიდან, პირველი ადამიანი და ამავდროულად პირველი შუამავალი დალოცვილი ადამია (ა.ი.მ.კ.), ხოლო ბოლო შუამავალი (ს.ა.ს.) - დალოცვილი მუჰამმედი. ამასთან, სამყაროს აღსრულების დღემდე სხვა შუამავალი აღარ მოევლინება.

ადამიანი აუცილებლად იგრძნობს რელიგიის საჭიროებას იმ სივრცეში, რომელსაც რელიგია ავსებს, ურწმუნო პიროვნება ყოველთვის სიცარიელეს იგრძნობს, რადგან ყოველი ადამიანის სურვილია, შეიცნოს მისი გამჩენი და იცოდეს, თუ რა არის მისი ამქვეყნად მოვლენის მიზეზი. ადამიანს სურს ამ კითხვებზე პასუხები ჰქონდეს: რატომ და როგორ იქნა გაჩენილი? რა არის სამყაროს გაჩენის მიზეზი, რომელშიც ის ცხოვრობს? რისთვის ან როგორ უნდა იცხოვროს? რა ელოდება მას გარდაცვალების შემდეგ და სხვა.

რელიგიის დებულებებსა და პრინციპებს უზენაესი ალლაჰი ადგენს. ალლაჰი ამ დებულებებს შუამავლებს ვაჰის (ზეშთაგონება) საშუალებით უგზავნის. ვაჰი ალლაჰის წიაღიდან შუამავლებზე გარდმოვლენილი უტყუარი ცოდნაა, რომელიც ალლაჰის გზავნილ წერილს, მარადიულ და უსასრულო ჭეშმარიტებას ნიშნავს. შუამავლები ვალდებული არიან ეს ჭეშმარიტება ანუ რელიგიის დებულებები ხალხს გააცნონ.

ადამიანების მიერ შექმნილი წყობა, მათ მიერ დადგენილი კანონები და სისტემა, რელიგიის მნიშვნელობის ვერასდროს იქნება. ასევე, ალლაჰის მიერ გამოგზავნილი ის რელიგია, რომლის წესები და დებულებებიც ადამიანების ხელით შეიცვლება, „ჭეშმარიტი რელიგიის“ ფუნქციას დაკარგავს.

რელიგია ადამიანს ისეთი ცხოვრების მოდელს სთავაზობს, რომელიც მისი ბუნებისთვის შესაფერისი იქნება. თუკი ადამიანი თავის გონებას სწორად გამოიყენებს, მაშინ რელიგია მას იმ გზებს შეასწავლის, რომლის საშუალებითაც შეძლებს დედამიწაზე ჩამოაყალიბოს ისეთი სისტემა, სადაც როგორც თავად, ასევე, ყველა ცოცხალი არსება, მშვიდობიან ცხოვრებას შეძლებს. ადამიანისთვის ზემოთ ხსენებულ შეკითხვებზე პასუხების მიღების ყველაზე უტყუარი წყარო - რელიგიაა. ხოლო, დღეისთვის ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია ისლამია, რომელიც მთელი კაცობრიობისთვის იქნა მოვლენილი და მისი ფუნქცია და ჭეშმარიტება, წარღვნის დღემდე უცვლელი დარჩება. ის ერთადერთი რელიგიაა, სადაც ადამიანს კითხვებზე პასუხების პოვნა და პრობლემების მოგვარების გზების მოძიება შეუძლია.


2 სურა ალი იმრანი, 3/19

3