რწმენა
„ვფიცავ ალლაჰს, რომლსაც ჩემი სიცოცხლე ეკუთვნის, რომ ვერ შეაღწევთ სამოთხეში, ვიდრე არ ირწმუნებთ. ვერ აღიქმებით ჭეშმარიტ მორწმუნეებად, ვიდრე ერთმანეთს არ შეიყვარებთ!“4
პიროვნების გამუსლიმება რწმენის აღიარებით ხორციელდება. რწმენა ერთდადერთი ალლაჰის, ანგელოზების, ზეგარდმოვლენილი წიგნების, გამოგზავნილი შუამავლების, იმიერ სამყაროსა და ბედისწერის გულით დაჯერებასა და ენით აღიარებას ნიშნავს. ხოლო, ვისაც ამ ყველაფრის სწამს, მას ენით აღიარებს და ცხოვრებაშიც მის მიხედვით იქცევა, „მორწმუნე“ ეწოდება.
სიტყვა „რწმენა“, სანდოდ ყოფნას და შიშისგან (გრძნობისგან) თავის დაღწევას ნიშნავს. პიროვნება, რომელსაც სწამს ერთადერთი ღმერთის, ის მხოლოდ ალლაჰს მიენდობა და შიშის გრძნობასაც მოერევა. ამგვარად, მისი ცხოვრება აზრს შეიძენს და სიმშვიდეს მოიპოვებს. საკუთარი თავისადმი რწმენა მოემატება, უფრო გაბედული და უშიშარი გახდება.
რწმენა ადამიანს ბილწსიტყვაობასა და ცუდ ქმედებებს ჩამოაშორებს. მას ცხოვრებისეული სტრესისგან, შფოთვისა და ურწმუნოებისგან დაიცავს. ამგვარად, პიროვნება, ისეთ სანდო ადამიანად ჩამოყალიბდება, რომელიც თავის ოჯახში, სოფელში, სამშობლოსა და მთელ დედამიწაზე სიკეთეს დასთესს, ხოლო ბოროტებასა და სიავეს განდევნის.
რწმენას ექვსი ძირითადი პირობა გააჩნია. ესენია; ალლაჰის, ანგელოზების, წიგნების, შუამავლების, ბოლო ანუ განკითხვის დღისა და ბედისწერის რწმენა.
4 ებუ დავუდი, ედები, 130