საიქიოს რწმენა

„რომელნიც ჭეშმარიტად აღავლენენ ლოცვას და გასცემენ სავალდებულო მოწყალებას, სწორედ ეგენი არიან, რომელთაც ჭეშმარიტად სწამთ საიქიოსი!“13

ამქვეყნიური სიცოცხლის შემდეგ, იმიერ სამყაროში გაგრძელებულ მარადიულ სიცოცხლეს, საიქიო ცხოვრება ეწოდება. საიქიოს რწმენა ერთ-ერთი მთავარი პირობაა იმისთვის, რათა პიროვნება მუსლიმი გახდეს. საიქიოს რწმენასა და ალლაჰზე რწმენას შორის, ძალიან მჭიდრო კავშირი არსებობს. რადგან ადამიანი რომელიც საიქიოს უარყოფს, ის ავტომატურად უარყოფს ალლაჰსაც, რომელიც გვამცნობს, რომ ეს ქვეყანა დროებითი საბადებელია, ხოლო ის ქვეყანა - მარადიული სამყოფელი.

წარღვნის დღეს ანუ როდესაც ამქვეყნიური ცხოვრება დასრულდება, ყველა ადამიანი ალლაჰის წინაშე წარდგება და განიკითხება. ალლაჰის სამართალს ვერავინ გაექცევა. კარგები და ცუდები, მჩაგვრელები და დაჩაგრულები, სამართლიანნი და უსამართლონი, ერთმანეთისგან განირჩევა და თითოეული მათგანი დაკლებისა და მომატების გარეშე, იმას მიიღებს, რაც დაიმსახურა.

საიქიოს რწმენა, ადამიანებში, პასუხისმგებლობის გრძნობას გაზრდის. ადამიანი, რომელიც აცნობიერებს, რომ ცისა და დედამიწის ბატონ-პატრონი უზენაესი ალლაჰი ერთ დღეს აუცილებლად მოჰკითხავს იმისთვის, რაც სარჩოდ მიმადლა და რაც ამანათად მიაბარა. ამ და მსგავსი საკითხების მიმართ, უფრო მეტ ყურადღებასა და მოკრძალებას გამოიჩენს. ეს ყურადღებიანობა და მოკრძალება, საზოგადოებასთან ურთიერთობით დაწყებული და ბუნებასთან კავშირით დამთავრებული, ყველა მუსლიმის ურთიერთკავშირებზე უდიდეს ზეგავლენას მოახდენს.

უფრო მეტიც, ადამიანი, რომელსაც სწამს, რომ განკითხვის დღე არსებობს და ჩადენილი ყოველი ცუდისთვის აუცილებლად მიეზღვება, ყოველთვის სიკეთეს დასთესს და უკეთურებას აღმოფხვრის. სიძულვილის, მტრობისა და შურისძიების მსგავს უარყოფით გრძნობებს, სიყვარულის, პატიებისა და მოთმინების მსგავსი დადებითი გრძნობებით შეცვლის. ცხოვრებისეულ სიძნელეებს გადალახავს, ბოროტებას განდევნის და უსამართლობის დროს, ადგილს სიმართლის მხარეს დაიჭერს.

ყველაზე გონიერი მორწმუნე ის არის, რომელსაც სიკვდილი ხშირად ახსენდება და თავისი მოკრძალებული ღვთისმსახურებებითა და კეთილშობილური ქმედებებით, იმიერი ცხოვრებისთვის ემზადება. ვინაიდან ყველაზე გამართლებული კაპიტალი მარადიულ სამოთხეში მოსახვედრად გაღებული კაპიტალია.


13 სურა ლუყმანი, 31/4

12