ყურანიბოლო ღვთიური წიგნი

„თქვენ ისეთ რამეს გიტოვებთ, რომ ვიდრე მას ჩაეჭიდებით, ჭეშმარიტ გზას არასდროს გადასცდებით; ის ალლაჰის წიგნია!“9

წმინდა ყურანი, ადამიანებზე მოწოდების მიზნით, უზენაესი ალლაჰის მიერ შუამავალ მუჰამმეძე (ს.ა.ს.) გარდმოგზავნილი ბოლო ვაჰი ანუ ბოლო წმინდა წიგნია. ამასთან დაკავშირებით, უზენაესი ალლაჰი წმინდა ყურანში ბრძანებს: „უეჭველად, ჩვენ გარდმოვავლინეთ შეხსენება და უეჭველად, ჩვენ დამცველნი ვართ მისი“.10 ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რითაც წმინდა ყურანი სხვა ღვთიური წიგნებისგან განსხვავდება, ის არის, რომ ყურანი რომელიმე კონკრეტული თემის ან ხალხისთვის კი არ იყო გარდმოვლენილი, არამედ მთელი კაცობრიობისთვის, ასევე, მისი ორიგინალობა წარღვნის დღემდე უცვლელი დარჩება.

პიროვნება რომ მუსლიმი გახდეს, წმინდა ყურანის რწმენა აუცილებელია. ყურანი - ისლამის დედა წყაროა. ისლამმა ყურანის გარდმოვლენის დღიდან ხალხში გავრცელება დაიწყო და მისი გარდმოვლენის დასრულების წამიდან, ყველაზე უნაკლო და აღმატებულ რელიგიად ჩამოყალიბდა.

ყურანი - ღმერთის დარიგებები და გულების განმკურნებელია. მასზე ძვირფასი სიტყვა არსად მოიძებნება, შუამავალ მუჰამმედის (ს.ა.ს.) ყველაზე დიდი სასწაული ის არის. ის ყველაზე ძლიერი თოკია, რომელსაც ადამიანები უნდა ჩაეჭიდონ. ის ჭეშმარიტებაზე ზიარების ერთ-ერთი წყარო და მოწყალების მოპოვების შეუცვლელი საშუალებაა.

ის ადამიანის ამიერი და იმიერი ქვეყნის ბედნიერების გასაღებია. მასში წარსულისა და მომავლის შესახებ ბევრი ამბებია გადმოცემული. დღესდღეობით კაცობრიობა უამრავ საკითხზე ვერ თანხმდება, თუმცა ყურანი რომ იკითხონ და ირწმუნონ, მათთვის მსგავსი საკითხებისა და პრობლემების მოგვარება, უფრო მარტივი გახდება.

რწმენის, ღვთისმსახურებისა და ზნეობის პირობები - ყურანითაა დადგენილი. მუსლიმისთვის ყურანის კითხვა, სწავლა და სხვებზე სწავლება, როგორც ვალდებულება, ასევე დიდი მადლია. რა თქმა უნდა, ყურანი უბრალოდ წასაკითხი წიგნი არ არის, ამიტომ თითოეული მუსლიმი ვალდებულია ყოველი წაკითხული აიათის მნიშვნელობა კარგად შეისწავლოს და ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იქ მოცემული წესებისა და პრინციპების მიხედვით იცხოვროს. უეჭველად, მუჰამმედ შუამავალია (ს.ა.ს.) ის ადამიანი, ვინც ყველაზე კარგად იცოდა და გადმოსცემდა ყურანის აიათებს, ასევე, ყველაზე უკეთ ცხოვრობდა მისით. აქედან გამომდინარე, ყველა იმ პიროვნებამ, რომელსაც ყურანის მიერ გასხივოსნებულ ჭეშმარიტ გზაზე სურს სიარული, მუჰამმედ შუამავლის (ს.ა.ს.) ცხოვრების მოდელი უნდა აირჩიოს.


9 მუსლიმი, ჰაჯი, 147

10 სურა ჰიჯრი, 15/9

9