ყურბანი

„უსათუოდ ვერ მიაღწევს ალლაჰთან ხორცნი შესაწირისა და ვერც სისხლნი მისი. მაგრამ მიუვა მას მხოლოდ თქვენი ღვთისმოშიშობა“.10

ყურბანი - არის პირუტყვი, რომელიც მსხვერპლის შეწირვის პირობებს აკმაყოფილებს და ღვთისმსახურების მიზნით, განსაზღვრულ დროს, ალლაჰის კმაყოფილების მოპოვების მიზნით, იწირება. ყურბანი მატერიალური ღვთისმსახურებაა. სხვა ღვთისმსახურებების მსგავსად, მსხვერპლეშეწირვის მიზანიც ღვთისადმი მადლიერებისა და მორჩილების გამოხატულებაა, იმ უთვალავი სარჩოსა და წყალობის გამო, რომელიც ალლაჰმა ადამიანს უბოძა. აქედან გამომდინარე, მსხვერპლშეწირვა იმ პასუხისმგებლობის გაცნობიერებაა, რომელიც ალლაჰმა ადამიანს დააკისრა. ხოლო ადამიანი, რომელიც იმ პასუხისმგებლობებს კარგად გაითავისებს და შეასრულებს, რაც ალლაჰმა მას დააკისრა, მადლიერი და ჭეშმარიტი მორწმუნის სტატუსს მოიპოვებს.

მსხვერპლშეწირვის ღვთისმსახურება, ადამ შუამავლიდან (ა.ი.მ.კ.) დაწყებული, ყველა თემს ჰქონდა ნაბრძანები. როგორც სხვა ღვთისმსახურებების დროს, ასევე მსხვერპლშეწირვის დროსაც, გულწრფელობა ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია. ამიტომ ადამიანმა მსხვერპლშეწირვის დროს, ადამის (ა.ი.მ.კ.) ორი ვაჟი - კაენი და აბელი უნდა გაიხსენონ. ამ გამოცდის დროს ერთგულმა და გულწრფელმა აბელმა ღმერთის კმაყოფილება მოიპოვა, ხოლო ძუნწმა, უკეთურმა და ბოროტმა კაენმა, ღმერთისადმი უმადურება გამოიჩინა და წაგებულთა შორის აღმოჩნდა.

მორწმუნეს, მსხვერპლშეწირვის დროს, განსაკუთრებით კარგად უნდა ახსოვდეს ძვირფასი აბრაამი (ა.ი.მ.კ.) და მისი შვილი ძვირფასი ისმაილი (ა.ი.მ.კ.), რომლებიც ალლაჰმა გამოსცადა, რათა ენახა, თუ რამდენად მორჩილი იყვნენ მისი. როცა ალლაჰმა ნახა, რომ დადებული პირობისამებრ ძვირფასი აბრაამი (ა.ი.მ.კ.) ყველანაირად მზად იყო ერთადერთი შვილი მისთვის შეეწირა, მან ამისთვის აბრაამი დააჯილდოვა და მას შესაწირად ბატკანი გარდმოუგზავნა. მუჰამმედ შუამავალიც (ს.ა.ს.) ყოველ წელს მსხვერპლს სწირავდა, ხოლო შეწირული პირუტყვის ხორცს თვითონაც მიირთმევდა და ხალხსაც უნაწილებდა.

ყურბნის ხსენებისას მხოლოდ ბაირამის დღეს შეწირული პირუტყვი არ იგულისხმება, ვინაიდან ღვთისმსახურების მიზნით, წელიწადის სხვადასხვა დროს, განსხვავებული მიზეზით, პირუტყვის შეწირვა ხდება. მაგალითად, შეპირებული (ადაყი), მადლიერების გამოსასყიდი, აყიყა (ბავშვის დაბადება) და სხვა მსგავსი განზრახვით განხორციელებული მსვერპლშეწირვა. ასეთი სახით შეწირული პირუტყვის ხორცით სარგებლობას, განსხვავებული სამართებლივი წესები აქვს.

მსხვერპლშეწირვის ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს: „მე ერთადერთ ღმერთზე რწმენით, სახით, ცისა და დედამიწის გამჩენი ალლაჰისკენ მივტრიალდი და მე არ ვარ წარმართი. უეჭველად, ჩემი ლოცვა, ყურბანი, სიცოცხლე და სიკვდილი, ყველაფრის ბატონ-პატრონი მოწყალე და მწყალობელი უზენაესი ალლაჰისთვისაა. მას არ ჰყავს მოზიარე. მე ამით წარმოვიგზავნე და მე პირველი მუსლიმი ვარ. ღმერთო ჩემო! ეს ყურბანი შენ გეკუთვნის, მუჰამმედმა და მისმა მიმდევრებმა, შენი კმაყოფილების მოპოვებისთვის, შენ მოგიძღვნეს!“11

მუსლიმი, რომელიც მსხვერპლს გულწრფელად შესწირავს, ალლაჰისადმი მადლიერებას გამოხატავს იმ ყველაფრისთვის, რაც მას ებოძა. ამ ღვთისმსახურებით მუსლიმი ამქვეყნიურ ფუფუნებაზე დამონებას გადაურჩება და სიძუნწისგან დაცული იქნება, რის შედეგადაც ალლაჰის კმაყოფილებას მოიპოვებს. შეწირული პირუტყვის ხორცი პირველ რიგში ღატაკებსა და ახლო ნათესავებს უნდა გადაეცეს. ამგვარად, ხალხში ძმობა, ურთიერთდახმარება, ერთობა, ურთიერთპატივისცემა და ურთიერთსიყვარული დაისადგურებს.


10 სურა ჰაჯი, 22/37

11 ებუ დავუდ, დაჰაია, 3-4

22