წიგნების რწმენა
„ადამიანები ერთ თემად იყვნენ და ალლაჰმა შუამავალნი წარმოგზავნა მახარობლებად და შემგონებლებად. და ღვთიური წიგნი ზემოავლინა მათთან ერთად ჭეშმარიტებითურთ, რათა ადამიანთა შორის ის გადაეწყვიტა, რაზეც ვერ თანხმდებოდნენ“.8
ღვთიური წიგნები, უზენაესი ალლაჰის სიტყვაა, რომელიც ადამიანებს მიმართავს. მისი მარადიული სიტყვები და ბრძანებები ვაჰის მეშვეობით იქნა გარდმოვლენილი. ალლაჰი მის გაჩენილებზე უფრო მაღლა დგას, აქედან გამომდინარე, მისი სიტყვები, სხვა ნებისმიერ სიტყვებზე უფრო ძვირფასი, მადლმოსილი და მაღლა მდგომია. ალლაჰმა წიგნები ადამიანებისთვის გარდმოავლინა, რომლებიც სხვა არსებებისგან განსხვავებით, უპირაცეშყო. ამ წიგნებით მათ გამოცდა დაუწესა და ჭეშმარიტი გზა აჩვენა. ადამიანს მისცა შანსი, რათა ჭეშმარიტება აღიქვას და კარგი და ცუდი ერთიმეორისგან გაარჩიოს.
კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში ზოგიერთ შუამავალზე, რამდენიმე წერილისგან შემდგარი მცირე სახის ღვთიური „წიგნები“ (საჰიფე) გარდმოევლინა. უზენაეს ალლაჰს ადამ შუამავალზე (ა.ი.მ.კ.) - ათი წერილი, შით შუამავალზე (ა.ი.მ.კ.) - ორმოცდაათი წერილი, იდრის შუამავალზე (ა.ი.მ.კ.) - ოცდაათი წერილი, ხოლო იბრაჰიმ შუამავალზე (ა.ი.მ.კ.) ათი წერილი გარდმოუგზავნია.
შემდეგ პერიოდებში ერთიმეორის მიყოლებით ოთხი დიდი წიგნი იქნა გარდმოგზავნილი; „თევრათი“ - მუსას (ა.ი.მ.კ.) მოევლინა, ზებური - დავუდს (ა.ი.მ.კ.), ინჯილი - ღისას (ა.ი.მ.კ.), ყურანი კი - მუჰამმედ შუამავალს (ს.ა.ს.). ყურანი ბოლო ღვთიური წიგნია, ის მთელი კაცობრიობისთვის იქნა გარდმოვლენილი და თავის ფუნქციას წარღვნის დღემდე შეასრულებს.
მუსლიმს სწამს და სჯერა, რომ ყველა ღვთიური წიგნი ალლაჰის მიერ იქნა მოვლენილი. თუმცა, ეს რწმენა იმ წიგნებზე არ ვრცელდება, რომლებმაც ისტორიული ჟამთასვლის პარალელურად, ცვლილებები განიცადეს. აქედან გამომდინარე, მუსლიმს, ალლაჰის მიერ გარდმოვლენილი ყველა ორიგინალი წერილისა და წიგნების სწამს და სჯერა. იმის სწამს და სჯერა, რომ ყურანის გარდა, სხვა ღვთიური წიგნები ანუ თევრათი, ზებური და ინჯილი, ადამიანებმა თავიანთი ხელით შეცვალეს და რომ თითოეული მათგანი ორიგინალისგან სრულიად განსხვავდება.
პმუსლიმი, ვაჰის საკითხთან მიმართებაში, ყოველთვის ფრთხილი უნდა იყოს. როდესაც თევრათში ან ინჯილში რამეს წაიკითხავს, ვიდრე მის შესახებ რამენაირ დასკვნას გააკეთებს, მანამდე ის საკითხი ყურანში უნდა მოძებნოს, თუკი ყურანისა და ისლამის პრონციპებს არ ეწინააღმდეგება, მაშინ ამ ცოდნის შესაძლო უტყუარობაზე საუბარი შესაძლებელია, მაგრამ, თუკი ეწინააღმდეგება, მაშინ ის უარყოფილი უნდა იქნას, ვინაიდან, რაც ყურანსა და ისლამის დებულებებს ეწინააღმდეგება, შეუძლებელია იმაზე მუსლიმმა – ალლაჰის სიტყვებიაო - თქვას.
ადამიანებს, მცირედი ანგარების გამო, თავიანთი წმინდა წიგნები შეუცვლიათ, შემდეგ კი თავიანთი ხელით შეცვლილი ამ წიგნებით ხალხის მოტყუება დაუწყიათ. აქედან გამომდინარე, მხოლოდ და მხოლოდ ყურანია ის ღვთიური წიგნი, რომელიც დასაბამიდან დღემდე ისე მოვიდა ჩვენამდე, რომ უმნივნელო ცვლილებებიც კი არ განუცდია. მისი ორიგინალობა და ფუნქცია, წარღვნის დღემდე, უცვლელი იქნება.
წმინდა წიგნების რწმენა - რწმენის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. აქედან გამომდინარე, მუსლიმი, წმინდა ყურანისადმი მხოლოდ სიტყვიერი რწმენით არ უნდა შეიმოიფარგლოს, არამედ მასში მოცემული დებულებებისა და პრინციპების მიხედვით უნდა იცხოვროს. ვინაიდან წიგნების გარდმოვლენის მიზანი, ის არის, რომ ადამიანმა ის წაიკითხოს, გააცნობიეროს და მის შესაბამისად იცხოვროს.
8 სურა ბაყარა, 2/213