ჰაჯობა

„ალლაჰი ავალდებულებს ადამიანს, ვისაც ძალა შესწევს, გაემგზავროს და მოინახულოს ეს სახლი“.8

ჰაჯობა ისლამის ერთ-ერთი პირობაა. ისლამის რელიგიის მიხედვით, ადამიანებისთვის აგებული პირველი სამლოცველო, არაბეთის ქალაქ მექაში მდებარე ქააბას ნაგებობაა. ჰაჯობა იჰრამში შესვლაა, შემდეგ ზილჰეჯჯე თვის მეცხრე დღეს არაფატზე დგომა და ბოლოს ქააბას გარშემო ტავაფის გაკეთებაა. ამგვარად, ქააბას ახლოს მისვლა, მონახულება და მის ირგვლივ არსებული ტერიტორიების მოლოცვა ხდება. ჰაჯობის შესრულება წელიწადში ერთხელ ხორციელდება.

მექაში განხორციელებული მადლიანი მოგზაურობა, მორწმუნეს შესაძლებლობას აძლევს, ქააბა საკუთარი თვალით ნახოს და იქ არსებული ატმოსფერო შეიგრძნოს. ვინაიდან ქააბა უბრალო ნაგებობა არ არის. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ თითოეული მუსლიმი დღეში ხუთჯერ ქააბას მიმართულებით დგება და ლოცვას აღასრულებს. ჰაჯობის მთვარი მიზანი ქააბას მონახულება არ არის. რადგან ჰაჯობის ნამდვილი მიზეზი, უზენაესი ალლაჰის ბრძანების შესრულება, მისი კმაყოფილების მოპოვება და მისდამი მადლიერების გამოხატვაა.

ჰაჯობის შესრულებისთვის ქონებაც საჭიროა და ჯანმრთელობაც. ამიტომ, ამ კომპონენტში, ჰაჯობის ღვთისმსახურებას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ეს ღვთისმსახურება მუსლიმს სულიერად გააძლიერებს, ერთად ყოფნის მნიშვნელობას შეასწავლის და მასში მუსლიმი ძმებისადმი სიყვარულს გაზრდის. ჰაჯობის შესრულებისას მორწმუნე კიდევ ერთხელ გააანალიზებს იმას, რომ რასას, კანის ფერსა და წარმომავლობას, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან ამ ღვთისმსახურების შესრულებისას ყველა ერთმანეთის თანასწორია. ეს ღვთისმსახურება მორწმუნეს დაეხმარება, უკეთ გააანალიზოს ის რეალობა, რომ მათ შორის განსხვავება, მხოლოდ რწმენასა და ღვთისმსახურებაშია.

ჰაჯობის დროს მონახულებულ თითოეულ ადგილს თავისი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. სიმბოლურია იბრაჰიმ შუამავლის (ა.ი.მ.კ.) ოჯახის -ისმაილისა (ა.ს.) და ჰეჯერის თავს გადამხდარი ამბები: ქააბას ირგვლივ „ტავაფი“, საფასა და მერვე მთებს შორის სწრაფი მიმოსვლა, „სა’ი“, „იჰრამი“, „თელბიე“, „ვაყფე“ (არაფატზე დგომა), ეშმაკის ჩაქოლვა და მსხვერპლშეწირვის მსგავსი რიტუალები. ყველაფერი ეს იბრაჰიმ შუამავალსა (ა.ი.მ.კ.) და მუჰამმედ შუამავალს (ს.ა.ს.) შორის მოვლენილი შუამავლების მემკვიდრეობაა.

ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) გვმახარობლობს, რომ მორწმუნე, რომელიც ჰაჯობის შესრულების შემდეგ ყოველგვარ ცოდვას მოინანიებს და მას აღარ გაიმეორებს, ისეთივე უცოდვილო გახდება, როგორიც დედის მუცლიდან დაბადებული ახალშობილია. ამასთან დაკავშირებით, ის ბრძანებს: „ალლაჰის მიერ მიღებული ჰაჯობის ღვთისმსახურების სამაგიერო - მხოლოდ სამოთხეა“.9


8 სურა ალი იმრანი, 3/97

9 ბუხარი, მუჰსარი, 10; უმრა, 1

21