პირველი ნაწილირწმენისპირობები

ადამიანი

„უეჭველად, ჩვენ ადამიანი „საუკეთესო ფორმად“ გავაჩინეთ! მერე კი ვაქციეთ იგი უმდაბლეს საფეხურზე!“

„გარდა იმათი, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი. მათთვისაა ჯილდო ულევი!“1

ადამიანი, დედამიწაზე გაჩენილთაგან, ყველაზე ძვირფასი ქმნილებაა. ის თავისი გონებით, სიძლიერით, შემოქმედებით, პასუხისმგებლობითა და ცნობიერებით, სამყაროს თვალისჩინია. ის, ცისა და დედამიწის ერთადერთი ბატონ-პატრონის, უზენაესი ალლაჰის მიერ, საუკეთესო ფორმით იქნა გაჩენილი. ალლაჰმა ადამიანს ერთმანეთთან ჰარმონიულად შერწყმული სხეული, მაცოცხლებელი სული, კარგისა და ცუდის ერთიმეორისგან განსხვავებისთვის გონება და სინდისი უბოძა, რათა მისი ცხოვრება უფრო მიზანმიმართული და აზრიანი ყოფილიყო. გამომდინარე აქედან, ადამის შვილნი, სულისა და ხორცისგან შემდგარი ერთი მთლიანობაა.

ალლაჰმა ადამიანი არაფრისგან გააჩინა, უნაკლო ფორმით შექმნა, დაარწყულა, მას სარჩო უწყალობა და ყოველგვარი სიკეთე მიმადლა. ხოლო უზენაესი ალლაჰი, ადამიანისგან (მასზე) რწმენასა და ნაყოფიერი საქმეების კეთებას მოითხოვს, რადგან ადამიანის ამქვეყნად მოვლენის მიზანი ის არის, რომ გამჩენის წინაშე უპირობო მორჩილება გამოხატოს და დედამიწაზე სიკეთე თესოს.

კაცობრიობის ისტორია ადამიდან და ევადან იწყება. შემდეგ ადამიანები იმისთვის გაამრავლა, რომ ერთმანეთი გაეცნოთ და ერთიმეორესთან კავშირი დაემყარებინათ. ასევე, მან ისინი სხვადასხვა რასებად და თემებად დაყო.

ადამიანს, სხვა არსებებისგან განსხვავებით, უმაღლესი დონის თვისებები გააჩნია, ისეთი როგორიცაა, ყველასგან განსხვავებული შესაძლებლობები და გონება. ყოველივე ამის საშუალებით, ის თუ მოინდომებს, დედამიწაზე სიკეთეს დასთესს, თუ მოინდომებს - ბოროტებას. ზოგჯერ ადამიანს თავისი მოთმინებით, შრომით, თავდადებით, თავისუფლების სიყვარულითა და სამართლიანობით, დედამიწაზე მშვიდობა და სიკეთე დაუნერგია, ზოგჯერ კი, თავისი უმეცრების, ბოროტების, სიბრაზის, სულსწრაფობისა თუ უმადურობის გამო, საკუთარი თავი, თავისივე ხელით საფრთხეში ჩაუგდია.

მიუხედავად ამისა, უზენაეს ალლაჰს, ადამიანი მარტოდმარტო, უმუწყალოდ და დახმარების გარეშე, არასდროს დაუტოვებია. იმისთვის, რათა ამქვეყნიური გამოცდა წარმატებით ჩაებარებინა, მას ძვირფასი შუამავლებისა და წმინდა წიგნების საშუალებით, ჭეშმარიტი გზა აჩვენა. ალლაჰმა მის მიერ გაჩენილი ადამიანი შეიბრალა და მას სიკეთე, სილამაზე და ჭეშმარიტება შეასწავლა, ასევე, იქვე განუმარტა, თუ რას ნიშნავდა ბოროტება, უზნეობა და უსამართლობა. უზენაესმა ალლაჰმა სამყარო გააჩინა და დედამიწაზე წესრიგი დაადგინა. ამ წესრიგის სახელი კი - „რელიგიაა“, რომელიც ამქვეყნად ადამიანებისთვის - სწორი გზის მაჩვენებელი, ხოლო, იმქვეყნიური სასჯელისგან გადარჩენის ერთადერთი გზაა.


1 სურა თინი, 95/5-6

2