წინასიტყვაობა
ისლამი, პიროვნების ყოველგვარი იძულების გარეშე, საკუთარი ნება-სურვილით, მთელი გულით ალლაჰზე მიკედლება, მისი ბრძანებებისა და აკრძალვების უპირობოდ აღიარებაა. ისლამის რელიგია, რომელსაც იდეალური რწმენის, ღვთისმსახურებისა და ზნეობის დებულებები გააჩნია, კაცობრიობაზე გარდმოვლენილი ვაჰის ბოლო და უნაკლო ფორმაა, რომელიც აღსრულების დღემდე მოქმედების ძალას შეინარჩუნებს.
ისლამის რელიგიის ყველა დებულება, ალლაჰის მიერ გაჩენილ იდეალურ სამყაროსა და ადამიანზეა მორგებული. ისლამის მიზანია დაარეგულიროს როგორც ადამიანსა და ღმერთს შორის კავშირი, ისე ადამიანსა და ადამიანს შორის, ადამიანსა და სხვა სულიერ თუ უსულო არსებებს შორის ურთიერთკავშირი. ამგვარად, ინდივიდებსა და მთელ საზოგადოებაში მშვიდობა დაისადგურებს, დედამიწაზე სამართალი და შემწყნარებლობა დამკვიდრდება.
ისლამი, წმინდა ყურანის წიაღიდან შუამავლის (ს.ა.ს.) მიერ ადამიანებზე მიძღვნილი რწმენის, ღვთისმსახურებისა და ზნეობის უნიკალური დებულებებია. ასევე ის, სიკეთისკენ მიმავალი გზის წინამძღვარია. ისლამს ყველანაირი პოტენციალი გააჩნია იმისთვის, რათა ადამიანმა მასზე დაყრდნობით, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე ყველა სულიერი არსებისთვის, დედამიწა მშვიდობიან საცხოვრებელ ადგილად გარდაქმნას. ამისთვის, რწმენის პირობების აღიარება, ამ პირობების შესაბამისად მოკრძალებული ღვთისმსახურება და საუკეთესო ზნეობის გამოვლენაა საჭირო. ვინაიდან მორწმუნეა ის, ვინც ისლამის პირობებს გულით ირწმუნებს, მას ენით წარმოთქვამს და ყოველდღიურ ცხოვრებაში ამ რწმენით იმოქმედებს. მორწმუნე რწმენის დაცვისა და გაძლიერებისთვის, ყოველთვის ღვთისმსახურებებს უნდა აღასრულებდეს და საუკეთესო ზნეობით უნდა ცხოვრობდეს. ისლამი ზნეობის საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, ვინაიდან კარგი ზნეობის მქონე საზოგადოებას, სამართლიანი და მშვიდობიანი გარემოს შექმნა შეუძლია.
ამ წიგნის მიზანი ის არის, რომ ადამიანებისთვის რწმენის, ღვთისმსახურებისა და ზნეობის დებულებები, უფრო მარტივი და გასაგები გახდეს, რომ ამ საკითხების გარკვევით მყარი და ჯანსაღი ცოდნა შეიძინონ.